წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! სექტემბერი 2013

 მთავარი თემა

სიმართლე ჰელოუინზე

სიმართლე ჰელოუინზე

ჰელოუინი საკმაოდ პოპულარული დღესასწაულია შეერთებულ შტატებსა და კანადაში. მას წელიწადში ერთხელ, 31 ოქტომბერს აღნიშნავენ. თუმცა ჰელოუინთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეხვდებით. ზოგან ეს დღესასწაულები სხვადასხვა სახელითაა ცნობილი, მაგრამ მათ შორის მსგავსება ბევრია. ერთ-ერთი მსგავსება ის არის, რომ ასეთი დღესასწაულების დროს ხდება სულთა სამყაროსთან კავშირი, მათ შორის მკვდართა სულებთან, გრძნეულებთან, ჯადოქრებთან, ეშმაკთან და დემონებთან (იხილეთ ჩარჩო  „ჰელოუინის მსგავსი დღესასწაულები მთელ მსოფლიოში“).

პირადად თქვენ, შესაძლოა, არ გწამთ დემონების და სულების არსებობის. შესაძლოა ჰელოუინსა და მსგავს დღესასწაულებს გასართობად ან იმ მიზნით აღნიშნავთ, რომ ბავშვებს წარმოსახვითი უნარის გაფართოებაში დაეხმაროთ. მაგრამ ბევრი თვლის, რომ ასეთი დღესასწაულები ზიანის მომტანია ქვემოთ მოხსენიებული რამდენიმე მიზეზის გამო.

  1. ერთი ენციკლოპედიის თანახმად, „ჰელოუინი არის დღესასწაული, რომლის დროსაც ხდება სულებთან კავშირი. სულების უმრავლესობა ადამიანს აშინებს  ან ემუქრება“ (იხილეთ ჩარჩო  „ჰელოუინის განვითარების ეტაპები“). ჰელოუინის მსგავსად მრავალ დღესასწაულს წარმართული დასაბამი აქვს და გარდაცვლილი წინაპრების თაყვანისცემას უკავშირდება. ამ დღესასწაულის დროს ადამიანები ცდილობენ გარდაცვლილთა სულებთან კავშირის დამყარებას (Encyclopedia of American Folklore).

  2. მართალია, ჰელოუინი ძირითადად ამერიკელების დღესასწაულად ითვლება, მაგრამ მას ყოველ წელს უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ბევრმა, ვისთვისაც ეს, ასე ვთქვათ, ახალი ხილია, არც კი იცის, რომ ამ დღესასწაულთან დაკავშირებულ სიმბოლოებს, დეკორაციებსა თუ წეს-ჩვეულებებს წარმართული დასაბამი აქვს. ისინი ძირითადად სულებსა და ოკულტიზმს უკავშირდება (იხილეთ ჩარჩო  „საიდან იღებს დასაბამს?“).

  3. შავი მაგიის ათასობით მიმდევარი, რომლებიც ძველ კელტურ რიტუალებს მიჰყვებიან, ჰელოუინს დღემდე ძველი სახელით, „სამჰეინით“, მოიხსენიებენ და მას წელიწადის ყველაზე წმინდა ღამედ მიიჩნევენ. გაზეთ „იუ-ეს-ეი ტუდეიში“ მოყვანილი იყო ერთი ჯადოქრის სიტყვები: „ქრისტიანები ვერც კი ხვდებიან, რა დატვირთვა აქვს ამ დღესასწაულს და ისე ზეიმობენ მას ჩვენთან ერთად . . . ჩვენ კი ეს ძალიან მოგვწონს“.

  4.   ჰელოუინის მსგავსი დღესასწაულები არ შეესაბამება ბიბლიურ სწავლებებს. ბიბლია გვაფრთხილებს: „არ იყოს შენში . . . მკითხავი, არც ჯადოქარი, მისანი, არც გრძნეული, არც ჯადოს გამკეთებელი, არც ის, ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძახებელს ან მარჩიელს, და არც მკვდართა გამომკითხველი“ (კანონი 18:10, 11; იხილეთ აგრეთვე ლევიანები 19:31; გალატელები 5:19—21).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გონივრული იქნება, კარგად გამოიკვლიოთ ჰელოუინისა და მსგავსი დღესასწაულების ბნელით მოცული ისტორია. ამის შემდეგ შეიძლება თქვენც შეუერთდეთ იმ მრავალ ადამიანს, რომლებიც არ აღნიშნავენ ასეთ დღესასწაულებს.

„ქრისტიანები ვერც კი ხვდებიან, რა დატვირთვა აქვს ამ დღესასწაულს და ისე ზეიმობენ მას ჩვენთან ერთად . . . ჩვენ კი ეს ძალიან მოგვწონს“ — აღნიშნა ერთმა ჯადოქარმა

^ აბზ. 37 „ჰელოუ“ ძველი სიტყვაა და „წმინდას“ ნიშნავს. ყველა წმინდის დღეს პატივს მიაგებენ გარდაცვლილ წმინდანებს. ყველა წმინდის დღის წინა საღამოს უწინ Hallow Even ეწოდებოდა, მოგვიანებით ეს სახელწოდება შემოკლდა და ჰელოუინის სახელით გახდა ცნობილი.

გაიგეთ მეტი

უნდა აღვნიშნავდეთ დღესასწაულებს?

საიდან იღებს სათავეს თქვენს მხარეში ფართოდ გავრცელებული დღესასწაულები? პასუხებმა შეიძლება გაგაოცოთ.