წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! აგვისტო 2013

 ბიბლიის თვალსაზრისი

ალკოჰოლი

ალკოჰოლი

შეიძლება ალკოჰოლური სასმელების დალევა?

„გვაძლევ ღვინოს, მოკვდავი ადამიანის გულის გამახალისებელს, ზეთს, რომელიც სახეს აპრიალებს, და პურს, მოკვდავი ადამიანის გულის გამამაგრებელს“

(ფსალმუნი 104:15).

რას ამბობს ხალხი.

ბევრ ოჯახში ალკოჰოლის გარეშე სადილად არ სხდებიან, მაშინ როცა, სხვებისთვის საერთოდ მიუღებელია ალკოჰოლის დალევა. რატომ აქვს ხალხს განსხვავებული შეხედულება? მათზე ისეთი ფაქტორები მოქმედებს, როგორიცაა კულტურა, ჯანმრთელობა და რელიგია.

რას ამბობს ბიბლია.

ბიბლია გმობს ლოთობასა და გადამეტებულ სმას, მაგრამ ის არ კრძალავს ალკოჰოლის ზომიერად მიღებას (1 კორინთელები 6:9, 10). უხსოვარი დროიდან ბევრი ღვთისმოშიში ადამიანი, ქალი თუ მამაკაცი, სიამოვნებით მიირთმევდა ღვინოს, სასმელს, რომელიც ბიბლიაში ორასზე მეტჯერ არის მოხსენიებული (დაბადება 27:25). ეკლესიასტეს 9:7-ში წერია: „სიხარულით ჭამე პური და გულმხიარულმა დალიე ღვინო“. ჩვეულებრივ, ღვინოს დღესასწაულებზე იყენებდნენ, მაგალითად, საქორწილო სუფრაზე, რადგან ღვინო ადამიანის გულს ამხიარულებს. სწორედ ქორწილში მოახდინა იესო ქრისტემ თავისი პირველი სასწაული და წყალი „კარგ ღვინოდ“ გადააქცია (იოანე 2:1—11). ღვინოს სამკურნალოდაც იყენებდნენ (ლუკა 10:34; 1 ტიმოთე 5:23).

 ადგენს ბიბლია კონკრეტულ საზღვრებს, თუ რამდენი დავლიოთ?

[ნუ იქნებით] ღვინის მონები“ (ტიტე 2:3).

რატომ უნდა გვაინტერესებდეს.

ყოველწლიურად ბევრი ოჯახი არაერთ პრობლემას ხვდება იმის გამო, რომ ოჯახში ერთი ან ზოგ შემთხვევაში ორივე მშობელი ალკოჰოლს ბოროტად იყენებს. გადამეტებული სმა საგზაო თუ სხვა მრავალი უბედური შემთხვევის მიზეზი ხდება. დროთა განმავლობაში, უზომო სმამ შესაძლოა დააზიანოს ადამიანის ტვინი, გული, ღვიძლი და კუჭი.

რას ამბობს ბიბლია.

ღვთის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა, რომ ჭამა-სმაში ზომიერება გამოვავლინოთ (იგავები 23:20; 1 ტიმოთე 3:2, 3, 8). ღმერთი არ იწონებს ამ დროს თავშეუკავებლობას. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღვინო დამცინავია, მათრობელი სასმელი — ხმაურიანი; ვინც მის გამო გზას ასცდა, სიბრძნე არა აქვს“ (იგავები 20:1).

ერთი, რითაც შეიძლება ალკოჰოლმა „გზას აგვაცდინოს“, განსჯის უნარის დაკარგვაა. ოსიას 4:11-ში წერია: „ღვინო და მაჭარი კაცში კეთილ ზრახვებს ახშობს“. ამ სიტყვების ჭეშმარიტება ჯონმა საკუთარ თავზე გამოსცადა. * ცოლთან ჩხუბის შემდეგ, ის სასტუმროში წავიდა, ბევრი დალია და იმრუშა. მოგვიანებით მან ძალიან ინანა თავისი საქციელი და გადაწყვიტა, მსგავსი რამ აღარასდროს გაემეორებინა. ალკოჰოლის გადამეტებულმა მიღებამ შესაძლოა ფიზიკური, ზნეობრივი და სულიერი ზიანი მოგვაყენოს. ბიბლიაში ისიც წერია, რომ ლოთები ვერ მიიღებენ მარადიულ სიცოცხლეს (1 კორინთელები 6:9, 10).

როდის არ ღირს დალევა?

„წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება, გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს“ (იგავები 22:3).

რატომ უნდა გვაინტერესებდეს.

ენციკლოპედია „უორლდ ბუკი“ აღნიშნავს: „ალკოჰოლი ძლიერი ნარკოტიკია“. ეს სიტყვები ადასტურებს, რომ ზოგიერთ სიტუაციაში ალკოჰოლის ზომიერად გამოყენებაც კი შეიძლება არაგონივრული იყოს.

რას ამბობს ბიბლია.

ადამიანებს ხშირად იმიტომ ექმნებათ პრობლემები, რომ ისინი არასათანადო დროს იღებენ ალკოჰოლს. ბიბლიაში წერია, რომ „ყველაფერს თავისი დრო აქვს“, მათ შორის ალკოჰოლის მიღებასაც (ეკლესიასტე 3:1). მაგალითად, ზოგ ქვეყანაში არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც მოზარდებს გარკვეულ ასაკამდე ეკრძალებათ ალკოჰოლური სასმელების დალევა. ზოგი შეიძლება ცდილობს, სმას თავი დაანებოს, ამ დროს ის განსაკუთრებით უნდა მოერიდოს ალკოჰოლურ სასმელებს. სხვები შეიძლება ისეთ წამლებს იღებენ, რომლის დროსაც ალკოჰოლის მიღება საზიანოა. ბევრი კი სახიფათო დანადგარებთან მუშაობს, ამიტომ ასეთებმა სამსახურში წასვლამდე თუ მუშაობის პროცესში დალევისგან თავი უნდა შეიკავონ. გონიერი ადამიანი აფასებს ღვთისგან ბოძებულ ძვირფას ძღვენს — სიცოცხლეს და ჯანმრთელობას (ფსალმუნი 36:9). თუ ჩვენც ვაფასებთ ამ ძღვენს, მაშინ გამოვიყენებთ ალკოჰოლთან დაკავშირებით ბიბლიაში მოცემულ პრინციპებს.

^ აბზ. 12 სახელი შეცვლილია.