წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! აგვისტო 2013

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

შეერთებული შტატები

ყოველდღიურად შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების 20-ზე მეტი ყოფილი ჯარისკაცი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. ყოველთვიურად დაახლოებით 950 ვეტერანი, რომლებიც დახმარებას შეერთებული შტატების ვეტერანთა დეპარტამენტისგან იღებენ, თავის მოკვლას ცდილობს.

ჩინეთი

„ჩაინა დეილი“ იუწყება, რომ „30 წლამდე ქალების თითქმის ნახევარი, რომლებიც სამუშაოდ სხვა ქალაქებში გადადიან, ქორწინებამდე ფეხმძიმდება. წინა თაობასთან შედარებით დღევანდელ თაობაში საგრძნობლად იმატა მარტოხელა დედების რიცხვმა“. ამ გაზეთის თანახმად, ქორწინების გარეშე წყვილის ერთად ცხოვრება ჩინელი მოსახლეობისთვის დღეს უფრო მისაღები გახდა.

საბერძნეთი

საბერძნეთში კვლავ იფეთქა მალარიამ, მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება 1974 წელს ამ ქვეყნიდან, ფაქტობრივად, ძირფესვიანად აღმოფხვრეს. როგორც ჩანს, ამჯერად მისი გამომწვევი მიზეზები ეკონომიკური სირთულეები და ჯანდაცვისთვის გამოყოფილი ხარჯების შემცირება გახდა.

ინდოეთი

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ინდოეთში არაერთი სოციალური ცვლილება განხორციელდა, ერთი გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 74 პროცენტი სიყვარულით ოჯახის შექმნას, კვლავაც გარიგებით ქორწინებას ამჯობინებს; 89 პროცენტს კი ცალკე ცხოვრებას, დიდ ოჯახში ცხოვრება ურჩევნია.

იტალია

„[კათოლიკური] ეკლესია მომაბეზრებელი გახდა, როგორც მდიდარი ევროპისთვის, ისე ამერიკისთვის. ჩვენი კულტურა უკვე მრავალ წელს ითვლის, ჩვენი ეკლესიები დიდია, ქალთა მონასტრები ცარიელია, ეკლესიაში ბიუროკრატია გაიზარდა, ჩვენი რიტუალები და რელიგიური სამოსი პომპეზურია ... ეკლესია დროს ორასი წლით ჩამორჩა.“ კათოლიკე კარდინალ კარლო მარია მარტინის ეს სიტყვები მისი სიკვდილის შემდეგ გაზეთ „კორიერე დელა სერამ“ გამოაქვეყნა.