წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ივლისი 2013

გაიცანით „უხილავი“ ბარხანის კატა

გაიცანით „უხილავი“ ბარხანის კატა

ორთვიანი მაკეობის შემდეგ კატა საშუალოდ
 
სამ კნუტს აჩენს

გახრიოკებული უდაბნოს ბინადარი ბარხანის კატა ბუნაგიდან ღამის სიბნელეში გამოდის, უცებ ჩერდება და სმენადქცეული ირგვლივ იყურება, მერე ჩაცუცქული მიჩოჩავს ქვიშიან ველზე.

უეცრად ნახტომს აკეთებს და წინდაუხედავ მსხვერპლს აცხრება. მაგრამ ის ამით არ კმაყოფილდება, დროდადრო ჰაერში ნახტომებს აკეთებს, რომ, რაც შეიძლება მეტი, თაგვი დაიჭიროს. თუ მეტისმეტი მოუვიდა და იმდენი დაიჭირა, რომ უკვე ვეღარ ჭამს, დარჩენილს ქვიშაში მარხავს. შინ განთიადისას ბრუნდება. დღის განმავლობაში გარეთ იშვიათად გამოდის. მოდი, უფრო ახლოს გავეცნოთ ამ „უხილავ“ კატას.

  • მახვილი სმენის წყალობით კატას შეუძლია მსხვერპლის ადგილმდებარეობის განსაზღვრა, თუნდაც ის მიწის ქვეშ იყოს

  • მეწყვილეს მოსაძებნად მამრი ხმამაღლა გამოსცემს ყეფისმაგვარ ხმას. მახვილი სმენის წყალობით მდედრს ეს ხმა შორ მანძილზეც კი ესმის

  • ბეწვით დაფარული თათების წყალობით კატა ქვიშაში არ ეფლობა და ცხელ ქვიშასაც ადვილად უძლებს

  •  ყურები შიგნიდან დაფარული აქვს თხელი თეთრი ბეწვით, რომელიც ქარიან ამინდში კატას იცავს, რომ ქვიშა არ შეეყაროს

  • ამ ცხოველის კვალის პოვნა თითქმის შეუძლებელია, რადგან ხელისა და ფეხის გულები ხშირი ბეწვით აქვს დაფარული, რაც მის ნაფეხურებს შეუმჩნეველს ხდის

  • კატები სითხეს ნანადირევიდან მოიპოვებენ და ასე იკმაყოფილებენ წყურვილს

  • ყარაყუმის უდაბნოში ქვიშის ტემპერატურა შეიძლება 80 გრადუსამდეც ავარდეს; ზოგჯერ კი ჰაერის ტემპერატურა შეიძლება 25 გრადუს ცელსიუსამდე დაეცეს