წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ივლისი 2013

 ვინ შექმნა?

არქტიკული მიწის ციყვის ტვინი

არქტიკული მიწის ციყვის ტვინი

როცა ეს პატარა ცხოველი ზამთრის ძილს ეძლევა, მისი სხეულის ტემპერატურა საკმაოდ დაბლა ეცემა. რამდენად დაბლა? თორმეტ ციყვზე ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ არქტიკული მიწის ციყვი ამ მხრივ რეკორდს ამყარებს, რადგან მისი სხეულის ტემპერატურა -2,9 გრადუს ცელსიუსამდე ეცემა. ამ ტემპერატურაზე სავსებით მოსალოდნელია, რომ ციყვების ტვინი გაიყინოს. როგორ ინარჩუნებს არქტიკული მიწის ციყვი სიცოცხლეს?

დაფიქრდით: ზამთრის ღრმა ძილის პერიოდში არქტიკული მიწის ციყვის სხეული ყოველ მეორე ან მესამე კვირას კვლავ იბრუნებს ნორმალურ ტემპერატურას და თბება 36,4 გრადუსამდე. ამ ტემპერატურას ის ინარჩუნებს დაახლოებით 12—15 საათი. მეცნიერების თქმით, მართალია, გათბობის პერიოდი მცირე ხანგრძლივობისაა, მაგრამ ეს პროცესი მნიშვნელოვანია, რომ ტვინი არ გაიყინოს. უფრო მეტიც, ძილის პერიოდში ციყვის თავი სითბოს ოდნავ მეტად ინარჩუნებს, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილები. ლაბორატორიული კვლევების დროს აღმოჩნდა, რომ ზემოხსენებული ციყვების კისრის ტემპერატურა 0,7 გრადუს ცელსიუსზე დაბლა არ ჩამოსულა.

ზამთრის ძილის პერიოდის დასრულების შემდეგ ციყვის ტვინი ჩვეულ მდგომარეობას დაახლოებით ორ საათში უბრუნდება. ერთი გამოკვლევის თანახმად, ციყვის ტვინი გამოღვიძების შემდეგ უკეთესადაც კი მუშაობს. ამ საოცარმა აღმოჩენამ მეცნიერებს თავსატეხი გაუჩინა. ისინი ამ პროცესს ადარებენ ტყის ხანძრის შემდეგ ახალი მცენარეული საფარის აღმოცენებას.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ არქტიკული მიწის ციყვის გამოკვლევა მათ საშუალებას მისცემს, უკეთ ჩასწვდნენ ადამიანის ტვინის პოტენციალს. მათ აინტერესებთ, რის გაკეთება შეიძლება დაზიანებული უჯრედის აღსადგენად ან იმისათვის, რომ საერთოდ არ მოხდეს უჯრედის დაზიანება, რაც იწვევს ტვინის დაავადებებს, მათ შორის ალცჰეიმერის დაავადებას.

რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგად განუვითარდა არქტიკული მიწის ციყვს ასეთი ტვინი თუ ამაში შემოქმედის ხელი ურევია?