წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ივნისი 2013

 ქვეყნები და ხალხები

სტუმრად პანამაში

სტუმრად პანამაში

პანამა ცნობილია თავისი არხით, რომელიც ატლანტიკისა და წყნარ ოკეანეებს ერთმანეთთან აკავშირებს. და რადგანაც პანამა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის შემაერთებელ ყელზე მდებარეობს, ამ კონტინენტებზე მცხოვრებ ხალხსაც აკავშირებს ერთმანეთთან. პანამა სხვადასხვა რასისა და კულტურის სამშობლოა. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ადგილობრივებისა და ევროპელების საერთო შთამომავალია.

იცოდით? პანამაში ბინადრობს ოქროსფერი ბაყაყი (Atelopus zeteki), რომელიც არხევს წინა კიდურებს, რათა მოხიბლოს მომავალი პარტნიორი და დააფრთხოს მეტოქეები.

1501 წელს, როცა ესპანელი მოგზაურები პანამაში ჩავიდნენ, იქ მათ უამრავი ადგილობრივი ტომი აღმოაჩინეს, რომელთაგან ზოგი დღესაც არსებობს. ერთ-ერთი მათგანია გუნა (ადრე მათ კუნას ეძახდნენ). გუნელების უმეტესობა სან-ბლასის არქიპელაგზე და წყნარი ოკეანის სანაპიროზე, პანამისა და კოლუმბიის საზღვართან ახლოს ცხოვრობს. აქ ისინი ნადირობით, თევზაობითა და მიწათმოქმედებით ირჩენენ თავს.

როცა გუნას ტომში მამაკაცი ქორწინდება, ის ცოლის ოჯახში გადადის საცხოვრებლად და მათთვის მუშაობს. თუ ქალიშვილი შეეძინებათ, მას უკვე შეუძლია თავის ცოლ-შვილთან ერთად ცალკე გადავიდეს საცხოვრებლად.

პანამაში იეჰოვას მოწმეების დაახლოებით 300 კრებაა. შეხვედრები ტარდება როგორც ესპანურ, ისე ჩინურ, ინგლისურ, გუჯარათულ, გუნა, ჰაიტის კრეოლ, ნგაბერე და პანამურ ჟესტების ენებზე.