წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ივნისი 2013

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ავტომობილის გამონაბოლქვის ჩასუნთქვა „ზრდის ფილტვების კიბოს რისკს“ და შესაძლოა შარდის ბუშტის კიბოს რისკსაც.

ანტარქტიდა

ზღვის ფსკერზე აღმოჩენილი ფოსილური (გაქვავებული) ყვავილის მტვერი და სპორები იმის მტკიცებაა, რომ ანტარქტიდაზე ოდესღაც ხარობდა პალმები და სხვა ტროპიკული ხეები. ფიქრობენ, რომ ეგრეთ წოდებულ ეოცენის პერიოდში (პალეოგენის შუა ეპოქა) ზამთარი რბილი იყო, „ყინვები თითქმის არ იცოდა“ და ტემპერატურა პოლუსებზე დიდად არ განსხვავდებოდა ეკვატორზე არსებული ტემპერატურისგან.

ირლანდია

ირლანდიის კათოლიკე მღვდლების ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ 2012 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გამოკითხულ კათოლიკეთა 87 პროცენტის აზრით, მღვდლებს უნდა ჰქონდეთ დაქორწინების უფლება; 77 პროცენტი კი ფიქრობს, რომ ქალებსაც უნდა მიეცეთ მღვდლობის უფლება.

საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყნები და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია

მალარიის საწინააღმდეგო წამლების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ზოგ ქვეყანაში წამლები უმეტესწილად უხარისხო იყო ან ფალსიფიცირებული, რის გამოც მკურნალობას არანაირი ეფექტი არ ჰქონდა. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შემოწმებული წამლების 36 პროცენტი ფალსიფიცირებული აღმოჩნდა, ხოლო საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 20 პროცენტს შეადგენდა.

სალვადორი

სალვადორის მთავრობამ განაცხადა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ერთადერთი დღე, როდესაც მკვლელობა არ მომხდარა, იყო 2012 წლის აპრილში. 2011 წელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული ძალადობის ზრდის გამო ქვეყანაში ყოველ 100000 მოსახლეზე 69 მკვლელობა მოხდა, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აღმოჩნდა.