წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! მაისი 2013

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

შეერთებული შტატები

შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, გასული ათი წლის განმავლობაში აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურმა დაახლოებით 50 მილიონი აკრძალული ნივთი ჩამოართვა მგზავრებს. მარტო 2011 წელს 1 200-ზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღი იქნა ჩამორთმეული. როგორც იარაღის მფლობელთა უმეტესობამ განაცხადა, მათ უბრალოდ დაავიწყდათ, რომ იარაღი თან ჰქონდათ.

ბრაზილია

განათლების სამინისტრომ დაიწყო ელექტრონული ჩიპების მიმაგრება სასკოლო ფორმებზე. მიზანი ის არის, რომ მოსწავლეებმა უნებართვოდ არ გააცდინონ გაკვეთილები. ბავშვის სკოლის შენობაში შესვლისთანავე მშობელი შეტყობინებას იღებს, მაგრამ თუ ბავშვი 20 წუთზე მეტს აგვიანებს, მშობელს უკვე განსხვავებული მესიჯი მისდის.

ნორვეგია

ლუთერანული ეკლესია უკვე აღარ ითვლება ნორვეგიის სახელმწიფო რელიგიად. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა ნორვეგიის ისტორიაში, როდესაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციურ ცვლილებას, რის საფუძველზეც მოხდა ეკლესიის გამიჯვნა სახელმწიფოსგან.

ჩეხეთის რესპუბლიკა

ჩეხეთის რესპუბლიკაში დასაქმებულ მოქალაქეთა ორი მესამედი თავს ვალდებულად თვლის, რომ სამუშაოსთან დაკავშირებულ წერილებს ან სატელეფონო ზარებს არასამუშაო დროსაც უპასუხონ. ერთ მესამედზე მეტის აზრით, უპასუხისმგებლობა იქნებოდა, თუ ისინი მაშინვე არ უპასუხებდნენ სამუშაოსთან დაკავშირებულ ზარებსა თუ წერილებს.

ინდოეთი

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ინდოეთში საკვების წარმოება 50 პროცენტით გაიზარდა და ბრინჯისა და ხორბლის მარაგმა 71 მილიონი ტონა შეადგინა, ინდოეთში ხალხი მაინც შიმშილობს. მოსახლეობამდე მარცვლეულის მხოლოდ 40 პროცენტი აღწევს. ამის მიზეზი ძირითადად კორუფცია და საკვების არასათანადო შენახვა და განაწილებაა.