წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! მაისი 2013

 რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი

როგორ ვასწავლოთ შვილებს მორჩილება

როგორ ვასწავლოთ შვილებს მორჩილება

პრობლემა

ოჯახში დადგენილი წესის მიხედვით, მობილური ტელეფონი საღამოს 9 საათისთვის უკვე გამორთული უნდა იყოს, მაგრამ ამ კვირაში უკვე მეორედ თქვენი ქალიშვილი გვიან ღამემდე მესიჯობს. თქვენმა ბიჭმა დადგენილ დროს გადააცილა და სახლში 10-ის ნაცვლად ისევ 11 საათის მერე მოვიდა.

მართალია, თქვენი მოზარდი არასწორად მოიქცა, მაგრამ თქვენ, როგორც მშობელმა, პირველ რიგში, უნდა გაარკვიოთ, რატომ არღვევს ის თქვენ მიერ დადგენილ წესებს. შეიძლება თქვენი შვილის მოქმედება ერთი შეხედვით დაუმორჩილებლობაზე მიუთითებდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მდგომარეობა საგანგაშოა.

რატომ ხდება

გაურკვეველი საზღვრები. ზოგი მოზარდი იმიტომ არ ემორჩილება წესებს, რომ სურს გაიგოს, მოახერხებს თუ არა სასჯელისგან თავის დაძვრენას. მაგალითად, თუ მშობელმა უთხრა შვილს, რომ რომელიღაც კონკრეტული წესის დარღვევას კონკრეტული სასჯელი მოჰყვება, მოზარდმა შეიძლება შეგნებულად დაარღვიოს ეს წესი, რათა შეამოწმოს, ზუსტად ისე დაისჯება თუ არა, როგორც მშობელმა გააფრთხილა. შეიძლება ასეთი ახალგაზრდები გამოუსწორებელი მეამბოხეები გახდნენ? მაინცდამაინც, არა. ფაქტია, რომ მოზარდები ხშირ შემთხვევაში მაშინ არ ემორჩილებიან დადგენილ წესებს, როდესაც ხედავენ, რომ მშობლები არ ასრულებენ თავიანთ სიტყვას და სათანადოდ არ სჯიან მათ ან მაშინ, როცა საზღვრები გაურკვევლად არის დადგენილი.

სიმკაცრე. ზოგ მშობელს წესების უსასრულო სია აქვს შედგენილი და ასე ცდილობს შვილების გაკონტროლებას. როცა მოზარდი რომელიმე წესს არღვევს, მშობელი ბრაზდება და უფრო მეტ წესს უდგენს. მაგრამ, ამან შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს სიტუაცია. „რაც უფრო მეტად ცდილობთ, დაიმორჩილოთ შვილი, მით მეტად გეწინააღმდეგებათ ის, — ნათქვამია ერთ წიგნში, რომელიც მშობლებისა და შვილების ურთიერთობას ეხება. — ეს შეიძლება შევადაროთ ფუმფულა პურზე გამაგრებული კარაქის წასმას. რაც მეტად ცდილობ კარაქის გადასმას, მით მეტად იხევა პური“ (Parent / Teen Breakthrough).

დასჯისგან განსხვავებით დარიგება უფრო აღწევს მიზანს. დასჯას თან ტკივილი ახლავს, მაგრამ დარიგებაში სწავლება იგულისხმება. როგორ უნდა ასწავლოთ შვილებს, დაემორჩილონ თქვენ მიერ დადგენილ წესებს?

 როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ

გასაგებად აუხსენით. მოზარდებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, რას მოელით მათგან და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, როგორ დაისჯებიან (ბიბლიური პრინციპი: გალატელები 6:7).

რჩევა: ჩამოწერეთ წესების სია. შემდეგ კიდევ ერთხელ გადახედეთ: მეტისმეტად ბევრი ან ძალიან ცოტა ხომ არ არის? ზოგი მათგანი საერთოდ ამოგდებას ხომ არ საჭიროებს? ან თუ თქვენმა შვილმა ნდობა მოიპოვა, საჭირო ხომ არ არის ზოგიერთის შეცვლა?

იყავით სიტყვის შემსრულებელი. მოზარდი დაიბნევა, თუ ერთსა და იმავე საქციელზე ერთ დღეს თვალს დახუჭავთ, მეორე დღეს კი, დასჯით (ბიბლიური პრინციპი: მათე 5:37).

რჩევა: ეცადეთ სასჯელი „დანაშაულის“ შესაბამისი იყოს. მაგალითად, თუ შვილი ოჯახში დადგენილ დროზე გვიან მოდის, სათანადო სასჯელი იქნება, თუ მოსთხოვთ, რომ ამის შემდეგ სახლში კიდევ უფრო ადრე მოვიდეს.

გამოავლინეთ გონიერება. თუ თქვენმა შვილმა თქვენი ნდობა მოიპოვა, ცოტა მეტი თავისუფლება მიეცით (ბიბლიური პრინციპი: ფილიპელები 4:5).

რჩევა: დასხედით და ერთად იმსჯელეთ წესებზე. შეგიძლიათ თქვენს შვილსაც გამოათქმევინოთ საკუთარი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი ამა თუ იმ წესის დარღვევის დროს. როგორც წესი, მოზარდებს უადვილდებათ მორჩილება, როცა წესების დადგენაში თვითონაც იღებენ მონაწილეობას.

დაეხმარეთ დადებითი თვისებების განვითარებაში. თქვენი მიზანი მხოლოდ ის კი არ უნდა იყოს, რომ შვილი დადგენილ წესებს დაემორჩილოს, არამედ დაეხმაროთ მას, განივითაროს სუფთა სინდისი — სწორისა და არასწორის გარჩევის უნარი (იხილეთ ჩარჩო „დაეხმარეთ შვილებს დადებითი თვისებების განვითარებაში“) (ბიბლიური პრინციპი: 1 პეტრე 3:16).

რჩევა: დახმარებისთვის ბიბლიას მიმართეთ. ეს არის საუკეთესო წყარო „მიიღო დარიგება, რომლისგანაც მომდინარეობს წვდომის უნარი“ და სიბრძნე, რომელიც გამოუცდელებს აძლევს წინდახედულობას, ახალგაზრდებს კი — ცოდნასა და ჭკუას (იგავები 1:1—4).

 

გაიგეთ მეტი

როგორ უნდა ასწავლოთ ახალგაზრდებს ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენება

როგორ შეგიძლიათ წესების გარეშე დაეხმაროთ შვილს, მიიღოს გონივრული გადაწყვეტილებები?

გზა მოზარდობიდან ზრდასრულობამდე

გიწევთ მოზარდების აღზრდა? თუ დიახ,როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს, რათა პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებად ჩამოყალიბდნენ.