წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! აპრილი 2013

 ქვეყნები და ხალხები

ინდონეზია

ინდონეზია

ინდონეზია დაახლოებით 17 000 კუნძულისგან შედგება. ინდონეზიელები ძალიან მეგობრულები, მომთმენები, ზრდილობიანები და სტუმართმოყვარეები არიან.

ინდონეზიელები ძირითადად მიირთმევენ ბრინჯს სხვა ცხარე საჭმელებთან ერთად და ხილს. ზოგან ოჯახის წევრები ჭამის დროს იატაკზე დაფენილ ჭილოფზე სხდებიან, თითებით იღებენ საჭმელს და მას ბრინჯში ამოვლებულს მიირთმევენ. ბევრი ინდონეზიელი ირწმუნება, რომ თითებით ჭამას სულ სხვა გემო აქვს.

დურიოს ხილს ქერქის შიგნით კრემის მაგვარი მასა აქვს. მყრალი სუნის მიუხედავად, ბევრი მას სიამოვნებით მიირთმევს.

ინდონეზიელებს უყვართ ხელოვნება, ცეკვა და მუსიკა. ანგკლუნგი არის ტიპიური ინდონეზიური დასაკრავი ინსტრუმენტი. ეს არის ხის ჩარჩო, რომელზეც ჩამოკიდებულია ბამბუკის მილები. ეს მილები ისეა გამოჭრილი, რომ შერხევისას გამოსცეს კონკრეტული ბგერა ან აკორდი. სასიამოვნო მელოდიის შესაქმნელად, საჭიროა რამდენიმე ადამიანის თანამშრომლობა; თითოეულმა იცის, როდის უნდა შეარხიოს თავისი ანგკლუნგი.

ორანგუტანი, რომელიც ძირითადად სუმატრასა და ბორნეოს ტროპიკულ ტყეებში ბინადრობს, ხეზე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდი ცხოველია მსოფლიოში. ზრდასრული მამრი 90 კილოგრამამდე იწონის. მას შეუძლია ზედა კიდურები 2,4 მეტრზე გაშალოს.

ახ. წ. მე-15 საუკუნემდე ინდონეზიაში ფართოდ იყო გავრცელებული ინდუიზმი და შემდეგ ბუდიზმი. მე-16 საუკუნის დასაწყისისთვის კი უკვე ისლამმა მოიკიდა ფეხი. ამავე პერიოდში  სუნელების შესაძენად ჩასულმა ევროპელებმა თან ჩაიტანეს ქრისტიანული სარწმუნოება.

1931 წელს ინდონეზიას იეჰოვას მოწმეებიც ესტუმრნენ, რომლებიც ცნობილნი არიან ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობით. დღესდღეობით, ინდონეზიაში 22 000 იეჰოვას მოწმეა. ისინი განსაკუთრებულ ძალისხმევას ახმარენ ყრუ-მუნჯებთან ქადაგებას. ბოლო დროს იესო ქრისტეს გახსენების საღამოს 500 ყრუ-მუნჯი დაესწრო. ეს შეხვედრა სპეციალურად მათთვის მოეწყო ჟესტების ენაზე.

ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ გამოიცემა 98 ენაზე, მათ შორის ინდონეზიურზე (აგრეთვე უწოდებენ ბაჰასა ინდონეზიურს)