არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  თებერვალი 2013

 რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში

შეერთებული შტატები

ბუნებრივი რესურსების დაცვის საბჭოს განცხადებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკვების დაახლოებით 40 პროცენტი იყრება. ვარაუდობენ, რომ მარცვლეულის 7 პროცენტი აუღებელი რჩება, რესტორნებსა და კაფეებში მომზადებული საჭმლის 17 პროცენტი შეუჭმელი რჩება, ხოლო ოჯახებში საკვების დაახლოებით 25 პროცენტი იყრება.

ისრაელი

ბავშვებს, რომლებიც „დაიბადნენ რაიმე დეფექტით, რომლის შემჩნევაც შეიძლებოდა პრენატალური დიაგნოსტიკის დროს“, აღარ შეუძლიათ უჩივლონ მედიცინის მუშაკებს, — აღნიშნული იყო ვებ-გვერდზე Haaretz.com. თუმცა მშობლებს შეუძლიათ მოითხოვონ კომპენსაცია, „ინვალიდი ბავშვის აღსაზრდელად და მთელი სიცოცხლის განმავლობაში მის უზრუნველსაყოფად“.

საბერძნეთი

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, 2011 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით საბერძნეთში თვითმკვლელობის რიცხვი 40 პროცენტით გაიზარდა 2010 წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ეს პერიოდი ბოლო დროს არსებულ ფინანსურ კრიზისს უკავშირდება.

ავსტრალია

ავსტრალიაში 10-დან 8 წყვილი ქორწინების რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობს.

მადაგასკარი

მადაგასკარში მსოფლიოში ყველაზე პატარა ქამელეონი აღმოაჩინეს. ქამელეონის ეს სახეობა 29 მილიმეტრამდე იზრდება და ზოგიერთი მათგანი შეიძლება ფრჩხილზეც კი დაისვა. ცუდი საარსებო პირობების გამო ის გადაშენების პირას იმყოფება.