წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! იანვარი 2013

 ქვეყნები და ხალხები

სტუმრად კამერუნში

სტუმრად კამერუნში

კამერუნის პირველი მკვიდრნი იყვნენ ბაკას ტომის ხალხები, იგივე პიგმეები. მე-16 საუკუნის დასაწყისში აქ პორტუგალიელები ჩამოვიდნენ. რამდენიმე საუკუნის შემდეგ ჩრდილოეთ კამერუნი მუსლიმანებმა, კერძოდ ფულანებმა დაიპყრეს. დღესდღეობით ქვეყნის მოსახლეობის 40 პროცენტი ქრისტიანია, 20 პროცენტი მუსლიმანი, დანარჩენი 40 პროცენტი კი ტრადიციული აფრიკული რელიგიის მიმდევარი.

იეჰოვას მოწმეები ლიტერატურას ადგილობრივ ბასა ენაზე გამოსცემენ

სოფლებში ხალხი განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. სტუმრებს გულთბილად ეპატიჟებიან სახლში და წყალსა და საჭმელს სთავაზობენ. ასეთ გულთბილ მიწვევაზე უარის თქმა მასპინძლის შეურაცხყოფად აღიქმება, თანხმობა კი — პატივისცემად.

საუბარი მისალმებითა და ამბების გამოკითხვით იწყება. ისიც კი ნორმალურად ითვლება, რომ მათი შინაური ცხოველების მდგომარეობით დაინტერესდეთ. «დამშვიდობებისას  „კარგად ბრძანდებოდეს“ თქმა საკმარისი არ არის, — გვიყვება ადგილობრივი მკვიდრი ჯოზეფი. — მასპინძელი ხშირად სტუმარს საუბარ-საუბარში გზამდე აცილებს და იქ ემშვიდობება. თუ ამგვარი წესით არ გააცილეს, ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ არ იყო სასურველი სტუმარი».

მდინარე სანაგაზე ხშირად შეხვდებით კანოეებს, რომლებსაც ადგილობრივი მასალებისგან ამზადებენ

ზოგჯერ მეგობრები საჭმელს საერთო თეფშიდან ერთად ჭამენ ხელით. კამერუნელებისთვის ეს ერთიანობის ნიშანია. ამას ხშირად მეგობრებს შორის დაკარგული ურთიერთობის აღდგენის ნიშნად აკეთებენ. ფაქტობრივად, ეს ტრადიცია ამბობს: „ჩვენ შორის უკვე მშვიდობაა“.

კამერუნში იეჰოვას მოწმეების 300-ზე მეტი კრებაა; ისინი 65 000-ზე მეტ ადამიანს ასწავლიან ბიბლიას