არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  იანვარი 2013

 რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

მექსიკის ყურე

2010 წლის აპრილში მექსიკის ყურეში მომხდარი ნავთობკატასტროფის შემდეგ დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ზღვაში იღვრებოდა დიდი რაოდენობით ნავთობი და თხევადი აირი. მკვლევართა ერთმა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ამ ამბიდან ორთვე-ნახევრის შემდეგ ზოგიერთი დამაბინძურებელი ნივთიერება გაქრა. ისინი ასკვნიან, რომ ამის მიზეზი ბაქტერიაა, რომელიც მეთანის ნაწილაკებს შლის. თუმცა ზოგი მეცნიერი ამ აზრს სკეპტიკურად უყურებს. ისინი ფიქრობენ, რომ ნავთობის დიდი რაოდენობა ოკეანის ფსკერზე დაილექა.

პერუ

ყველაზე ძველი სიმინდის ტაროს (ნაჩვენებია სურათზე) შესწავლით დამტკიცდა, რომ ჩრდილოეთ პერუს მკვიდრნი, სულ მცირე, 3 000 წლის წინათ მიირთმევდნენ ბატიბუტსა და სიმინდის ფქვილს.

რუსეთი

18—35 წლამდე ასაკის რუსეთის მოქალაქეების 59 პროცენტი ფიქრობს, რომ „ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად ზოგჯერ ზნეობრივი პრინციპებიც უნდა დაარღვიო“ („რასიისკაია გაზეტა“).

იტალია

ადრია-როვიგოს კათოლიკე ეპისკოპოსი ლუსიო სურავიტო დე ფრანჩესკი ფიქრობს, რომ რელიგიური ცნობა ადამიანებს უშუალოდ იქ უნდა გადასცე, სადაც ცხოვრობენ. ის ამბობს: „ჩვენი, როგორც სულიერი მწყემსების მოვალეობა ის არის, რომ სამრეკლოს ზარების რეკვის ნაცვლად, მრევლის კარზე დავრეკოთ ზარი“.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

ერთი კილოგრამი მარტორქის რქის ფასი, რომელსაც სამედიცინო მიზნით იყენებენ, შავ ბაზარზე 65 000 ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა. 2011 წელს მარტო სამხრეთ აფრიკაში ბრაკონიერებმა 448 მარტორქა მოკლეს. მარტორქების რქების ძიებაში ევროპაში ყაჩაღებმა არაერთი მუზეუმი და სააუქციონო სახლი გატეხეს. ფიქრობენ, რომ საფრთხე ზოოპარკებში გამომწყვდეულ ევროპელ მარტორქებსაც ემუქრებათ.