წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! იანვარი 2013

 ბიბლიის თვალსაზრისი

სამოთხე

სამოთხე

რა არის სამოთხე?

რას ამბობს ხალხი.

ზოგის აზრით, სამოთხე მხოლოდ მითია. სხვებს კი სჯერათ, რომ სამოთხე არის მოკვდავთათვის მიუწვდომელი ბაღისმაგვარი ადგილი, სადაც გარდაცვალების შემდეგ კარგი ადამიანები მარადიულად და ბედნიერად ცხოვრობენ და სასარგებლო საქმით არიან დაკავებულნი.

რას ამბობს ბიბლია.

სამოთხე ადამიანების თავდაპირველ საცხოვრებელ ადგილს, ედემის ბაღს, ეწოდებოდა (დაბადება 2:7—15). როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ეს ბაღი რეალურად არსებობდა და იქ პირველი წყვილი ცხოვრობდა. მაშინ არც ავადმყოფობა იყო და არც სიკვდილი (დაბადება 1:27, 28). სამწუხაროდ, ისინი არ დაემორჩილნენ ღმერთს და დაკარგეს სამოთხეში ცხოვრების უფლება. მაგრამ ბევრი ბიბლიური წინასწარმეტყველება საუბრობს მომავალზე, როცა ადამიანები გაიხარებენ აღდგენილ სამოთხეში ცხოვრებით.

რატომ უნდა გვაინტერესებდეს.

ვინაიდან ღმერთი მოსიყვარულეა, ბუნებრივია მოველოდეთ, რომ ის თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს სამოთხეში ცხოვრებით დააჯილდოვებს. რა თქმა უნდა, ასეთი ღმერთი ადამიანებს იმასაც ეტყვის, რა არის საჭირო მისი მოწონების დასამსახურებლად. ბიბლია ამბობს, რომ ღვთის მოწონებას მხოლოდ მაშინ დავიმსახურებთ, თუ მეტს გავიგებთ ღმერთზე და ნასწავლის თანახმად ვიცხოვრებთ (იოანე 17:3; 1 იოანე 5:3).

„გააშენა იეჰოვა ღმერთმა ბაღი ედემში . . . და იქ დაასახლა ადამიანი, რომელიც შექმნა“ (დაბადება 2:8)

 სად არის სამოთხე?

რას ამბობს ხალხი.

ზოგის აზრით, სამოთხე ზეცაშია; სხვები კი ფიქრობენ, რომ ის მომავალში დედამიწაზე იქნება.

რას ამბობს ბიბლია.

თავდაპირველი სამოთხე დედამიწაზე იყო. ღმერთმა დედამიწა ადამიანების მუდმივ საცხოვრებლად შექმნა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ჩვენი პლანეტა მარადიულად იარსებებს (ფსალმუნი 104:5). მასში აგრეთვე ვკითხულობთ: „იეჰოვასია ზეცა, დედამიწა კი ადამიანთა ძეებს მისცა“ (ფსალმუნი 115:16).

აქედან გამომდინარე, გასაგებია, თუ რატომ უჭერს ბიბლია მხარს იმ აზრს, რომ მომავალი სამოთხე კვლავ დედამიწაზე იქნება. იმ დროს ღმერთი ადამიანებს მარადიული სიცოცხლით აკურთხებს. ყველგან მშვიდობა და ჰარმონია იქნება. ტკივილი და ტანჯვა გაქრება. ადამიანი სრულად ისარგებლებს დედამიწის სასწაულებრივი შესაძლებლობებით (ესაია 65:21—23).

„ღვთის კარავი ადამიანებთანაა . . . აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხადება 21:3, 4)

ვინ იცხოვრებს სამოთხეში?

რას ამბობს ხალხი.

მრავალი რელიგია ასწავლის, რომ სამოთხეში მხოლოდ კარგი ადამიანები იცხოვრებენ. თუმცა განსხვავებული აზრი არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს იყო კარგი. ზოგის აზრით, იმისათვის, რომ იყო კარგი ადამიანი, სავსებით საკმარისია, მონაწილეობა მიიღო რელიგიურ რიტუალებსა თუ წეს-ჩვეულებებში და წაიკითხო ლოცვები.

რას ამბობს ბიბლია.

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სამოთხეში მართლები იცხოვრებენ. მაგრამ, საინტერესოა ვინ არის ღვთის თვალში მართალი? მართალი ვერ იქნება ის ადამიანი, ვინც ზედმიწევნით იცავს რელიგიურ რიტუალებს და თან არაფრად აგდებს ღვთის ნებას. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ისევე ეამება იეჰოვას დასაწვავი შესაწირავი და მსხვერპლი, როგორც იეჰოვას მოსმენა? მოსმენა მსხვერპლზე უკეთესია“ (1 სამუელი 15:22). მოკლედ რომ ვთქვათ, მართლები, რომლებიც სამოთხეში მარადიულად იცხოვრებენ, არიან ისინი, ვინც ემორჩილებიან ბიბლიაში ჩაწერილ ღვთის მითითებებს.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ.

ღვთის მითითებების მორჩილება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე რელიგიური წეს-ჩვეულებების მიყოლას. თქვენი ყოველდღიური ცხოვრებით ან ასიამოვნებთ ღმერთს ან პირიქით, გაანაწყენებთ. ბიბლიის გულდასმით გამოკვლევა დაგეხმარებათ გაიგოთ, რა მოსწონს ღმერთს და რა — არა. ღვთის მოსაწონად მოქცევა კი სულაც არ არის რთული. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „მისი მცნებები დამამძიმებელი არ არის“ (1 იოანე 5:3). ღმერთი, თავის მხრივ, მორჩილ ადამიანებს სამოთხეში მარადიული სიცოცხლით დააჯილდოვებს.

„მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29)