წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! დეკემბერი 2012

რატომ დაკარგა ხალხმა მოთმინება?

რატომ დაკარგა ხალხმა მოთმინება?

ეს თვისება ოდითგანვე აკლდათ ადამიანებს. საცობებსა თუ რიგებში გაღიზიანებული და მდგომარეობიდან გამოსული ადამიანების ნახვა ნამდვილად არ წარმოადგენს იშვიათ სანახაობას. მაგრამ ექსპერტების თქმით, ადამიანები დღეს, ისე როგორც არასდროს, უკიდურესი მოუთმენლობის სენით არიან შეპყრობილნი. მიზეზები კი ერთობ გასაოცარია.

როგორც, ზოგიერთი ანალიტიკოსი აცხადებს, მოთმინების ნაკლებობა პირდაპირ კავშირშია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. მონრეალში (კანადა) გამომავალ ერთ-ერთ გაზეთში აღნიშნული იყო, რომ „ციფრულმა ტექნოლოგიებმა, ისეთებმა როგორიცაა, მობილური ტელეფონი, ფოტოაპარატი თუ აიპოდი, საგრძნობლად შეცვალა ჩვენი ცხოვრება . . . იმან, რომ ამ ტექნოლოგიების მეშვეობით ჩვენთვის სასურველ შედეგებს დაუყოვნებლივ ვიღებთ, გაზარდა ჩვენში იმის მოთხოვნილება, რომ ცხოვრების სხვა სფეროებშიც ასევე სწრაფად მივიღოთ სასურველი შედეგები“.

ოჯახის ფსიქოლოგი დოქტორი ჯენიფერ ჰარსტეინი დამაფიქრებელ დასკვნას აკეთებს: „ჩვენ, ადამიანებს განგვივითარდა სასურველი შედეგების დაუყოვნებლივ მიღების ერთგვარი კულტურა  და გვსურს, რომ ყველაფერს სწრაფად, ეფექტურად და სასურველი გზით ვიღებდეთ. როცა ეს არ ხდება, იმედი გვიცრუვდება და ვღიზიანდებით. დავკარგეთ სიმშვიდისა და მოცემულ სიტუაციებში სიამოვნების შეგძრნების ყოველგვარი კულტურა“.

ბევრი თვლის, რომ იმეილი ნელ-ნელა კარგავს პოპულარობას და შესაძლოა სულ მალე მოდიდანაც კი გადავიდეს. გაინტერესებთ მიზეზი? ბევრს, ვინც აგზავნის შეტყობინებას, აღარ ჰყოფნის მოთმინება, რომ საათები ან თუნდაც წუთები ელოდოს პასუხს. იმეილები და ჩვეულებრივი წერილები, როგორც წესი, ითვალისწინებენ შესავალ და დასკვნით სიტყვებს. ბევრი ფიქრობს, რომ ასეთი ფორმალობები მოსაწყენი და დროის წამრთმევია. ისინი ამჯობინებენ სწრაფ შეტყობინებებს, რომელიც არ მოითხოვს მსგავს პროტოკოლს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ხალხს არ გააჩნია იმდენი მოთმინება, რომ თავაზიანი მოკითხვის სიტყვები ჩაწეროს წერილში. ბევრი იმის დროსაც კი ვერ ნახულობს, რომ თავისი დაწერილი წერილი გაგზავნამდე გადაიკითხოს. შედეგად, ადრესატი იღებს ისეთ ტექსტს, რომელშიც უამრავი გრამატიკული თუ სხვა სახის შეცდომაა დაშვებული.

ბევრს იმდენად უჭირს მოთმინება, რომ არ შეუძლია ფურცელზე დაბეჭდილი გრძელი ტექსტის ბოლომდე წაკითხვა

სულმოკლეობის სინდრომი მხოლოდ ციფრულ სამყაროში როდი შეინიშნება. მოთმინების ნაკლებობა ხალხს ცხოვრების სხვა სფეროებშიც დაეტყო. აბა, დაფიქრდით, დაგიფიქსირებიათ ოდესმე, რომ ძალიან სწრაფად ლაპარაკობთ, ჭამთ, სწრაფად ატარებთ მანქანას ან სწრაფად ხარჯავთ ფულს? კომპიუტერის ჩართვის, ლიფტისა თუ შუქნიშანზე მწვანე ფერის ლოდინში გასული წამები მთელ მარადიულობად ხომ არ გეჩვენებათ?

ექსპერტების თქმით, ბევრს იმდენად უჭირს მოთმინება, რომ არ შეუძლია ფურცელზე დაბეჭდილი გრძელი ტექსტის ბოლომდე წაკითხვა. რატომ? იმიტომ, რომ მიჩვეულნი არიან სწრაფად გადასვლას ინტერნეტში ვებ-გვერდიდან ვებ-გვერდზე და ბმულიდან ბმულზე იმ იმედით, რომ საჭირო ინფორმაციას სწრაფად მოძებნიან.

მაშ, სად გაქრა მოთმინება? ექსპერტებს ბოლომდე არ შეუძლიათ ადამიანის მოთმინებიდან გამომყვანი ყველა მიზეზის განსაზღვრა. მაგრამ არაერთი დამაჯერებელი ფაქტი არსებობს იმისა, რომ მოუთმენლობა საზიანოა ადამიანისთვის. მომდევნო სტატიები საუბრობს იმაზე, თუ რა რისკებთანაა დაკავშირებული მოუთმენლობა და როგორ გავხდეთ უფრო მომთმენები.

მიჩვეულნი არიან სწრაფად გადასვლას ინტერნეტში ვებ-გვერდიდან ვებ-გვერდზე და ბმულიდან ბმულზე