არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ნოემბერი 2012

რა დაგვეხმარება ბიბლიის სწორად გაგებაში?

რა დაგვეხმარება ბიბლიის სწორად გაგებაში?

„საიდან იცით, რომ ბიბლია სწორად გესმით? მისი გაგება ხომ სხვადასხვანაირად შეიძლება?“

ალბათ, თქვენც გსმენიათ მსგავსი გამონათქვამები. იცოდით, რომ ბიბლია თვითონვე გვეხმარება, სწორად გავიგოთ ის? მაგალითად, თუ რომელიმე მუხლის წინა და მომდევნო მუხლები ნათლად არ გადმოგვცემს აზრს, შეგვიძლია იმავე თემაზე ბიბლიაშივე მოყვანილი სხვა მუხლები მოვძებნოთ. ასეთი სახით ბიბლიას საკუთარი აზრებით კი არ ავხსნით, არამედ ის თვითონვე ახსნის თავისივე ნათქვამს.

მაგალითისთვის განვიხილოთ ბიბლიის სწავლება მკვდრების მდგომარეობასთან დაკავშირებით. ქვემოთ მოცემულია ექვსი მუხლი ბიბლიის სხვადასხვა მონაკვეთიდან. ყურადღება მიაქციეთ, როგორ ქმნის ეს მუხლები ერთ მთლიან სურათს.

  • „არათუ მკვდრები აქებენ უფალს და ან ყოველი ქვესკნელს შთასული, არამედ ჩვენ ვადიდებთ უფალს“ (ფსალმუნი 113:25, 26). *
  • „იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა, ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები“ (ფსალმუნი 145:3, 4).
  • „ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება, მკვდრებმა კი არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5).
  • „შავეთი არ გმადლობს შენ, სიკვდილი არ დაგიწყებს დიდებას . . . ცოცხალი, მხოლოდ ცოცხალია, რომ გმადლობს შენ, როგორც მე დღეს“ (ესაია 38:18, 19).
  • „ცოდვილი სული უნდა მოკვდეს“ (ეზეკიელი 18:4).
  • „ლაზარემ, ჩემმა მეგობარმა მიიძინა; მაგრამ მივალ და გავაღვიძებ მას. ხოლო მისმა მოწაფეებმა თქვეს: უფალო, თუ მიიძინა, განიკურნება . . . მაშინ იესომ გარკვევით უთხრა მათ: ლაზარე მოკვდა“ (იოანე 11:11—14).

რა აზრის გამოტანა შეიძლება ამ მუხლებიდან? საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულების საპირისპიროდ, ბიბლია ასწავლის, რომ მკვდრები სიცოცხლეს არ განაგრძობენ არც ცაში და არც სადმე სხვაგან. ისინი, უგრძნობ და უგონო მდგომარეობაში, ასე ვთქვათ, ღრმა ძილში არიან. შესაბამისად, მათ არც ღვთის განდიდება შეუძლიათ და არც აზროვნება. *

დასკვნა: როცა თემატურად განვიხილავთ ბიბლიას, მისი ძირითადი სწავლებები გასაგები ხდება. მართალია, ბიბლიის კვლევის ამ მეთოდს გარკვეული დრო და ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით მიმართავენ მას (იგავები 2:1—5). ეს ნამდვილად ღირს ძალისხმევად.

^ აბზ. 5 ციტატები აღებულია „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემიდან“.

^ აბზ. 11 ბიბლია ასწავლის, რომ მკვდრები, რომლებიც ღვთის მეხსიერებაში არიან, გაიღვიძებენ, გაცოცხლდებიან ღვთის დანიშნულ დროს (იობი 14:14, 15; იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15).