წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ნოემბერი 2012

თქვენ შეძლებთ წარმატების მიღწევას!

თქვენ შეძლებთ წარმატების მიღწევას!

«უზომოდ ბედნიერი ვარ, როცა ჩემი გოგონები მოულოდნელად გულში ჩამეკონებიან და მეუბნებიან: „ძალიან გვიყვარხარ დედიკო“» (ანა, მარტოხელა დედა, პოლონეთი).

„ძალიან მსიამოვნებს, როცა ვხედავ, როგორ აფასებენ ჩემი შვილები ჩემს შრომას. ზოგჯერ პატარა საჩუქრებსაც მიკეთებენ ხოლმე — დახატავენ რამეს და მჩუქნიან. ამაზე უკეთესი რა უნდა გამიკეთონ ჩემმა პატარებმა?!“ (მასიმო, მარტოხელა მამა, იტალია).

„ზოგჯერ, როცა ემოციურად გამოფიტული ვარ და არაფრის თავი არა მაქვს, ჩემი ბიჭი შემომეხვევა ხოლმე, მკოცნის და მეუბნება, ძალიან მიყვარხარო“ (ჟასმინი, მარტოხელა დედა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

ეს მხოლოდ რამდენიმე გამონათქვამია იმ მრავალი მარტოხელა მშობლისა, რომლებმაც ჩვენი ჟურნალის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა. ბევრმა მათგანმა (უმეტესწილად დედებმა) აღნიშნა, რომ ნამდვილად დიდი სურვილი ჰქონდა, გვერდით მოსიყვარულე და თანამგრძნობი მეუღლე ჰყოლოდა. თუმცა მათი გულწრფელი საუბრებიდან ისიც გავიგეთ, რომ ისინი კარგად ეგუებიან თავიანთ მდგომარეობას.

რა ეხმარება ასეთ მშობლებს, შეეგუონ თავიანთ ხვედრს და წარმატებით გაართვან თავი რთულ მოვალეობას? ამ ჟურნალის მომდევნო ფურცლებზე შემოგთავაზებთ მარტოხელა მშობლების მიერ გამოთქმულ გულახდილ და საინტერესო აზრებს; ვისაუბრებთ ასევე იმ პრინციპებზე, რომლებიც მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარა. თუ თქვენც ზემოხსენებულ კატეგორიაში შედიხართ, ვიმედოვნებთ, რომ ამ სტატიების დახმარებით შესანიშნავად გაართმევთ თავს თქვენს პასუხისმგებლობებს, თანაც ისე, რომ ხალისი და კმაყოფილების გრძნობა არ დაკარგოთ. სიმართლე რომ ვთქვათ, ადვილი არ არის შვილების აღზრდა დღევანდელ ცვალებად და უნდო ქვეყნიერებაში *.

განხილული იქნება ექვსი საკითხი:

  1.   როგორ ამოვუდგეთ მხარში მარტოხელა მშობლებს
  2.   როგორ გამონახონ მარტოხელა მშობლებმა საერთო ენა შვილებთან
  3.   როგორ დაადგინონ სწორი პრიორიტეტები
  4.   როგორ დაუდგინონ შვილებს ქცევის ნორმები
  5.   როგორ ჩაუნერგონ შვილებს ჯანსაღი ფასეულობები
  6.   რა უნდა მოიმოქმედონ, რომ მათ ოჯახში ღმერთს სათანადო ადგილი ეკავოს

^ აბზ. 6 აქ განხილული ზოგიერთი პრინციპი სასარგებლოა, როგორც მარტოხელამშობლიანი ოჯახებისთვის, ისე იმ ოჯახებისთვის, რომლებშიც ორივე მშობელია.