წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ნოემბერი 2012

ეძებეთ დახმარება

ეძებეთ დახმარება

დახმარებისთვის ნათესავებს და მეგობრებს მიმართეთ

„კრებაში ძალიან კარგი მეგობრები გვყავს. მათ ძალიან ვუყვარვართ და ყოველთვის გვეხმარებიან. ერთი ოჯახივით ვართ“ (ლიზანი, ორი მოზარდის დედა).

პრობლემა.

„ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ სულ დაღლილი ვარ და არასოდეს მყოფნის დრო,“ — ამბობს ორი ბიჭის დედა ალინა. ალინას მდგომარეობა ნაცნობია ბევრი მარტოხელა დედისთვის. ამიტომაც ბევრი მარტოხელა მშობელი ერთგვარ საახლობლო წრეს იქმნის, რომელთაც საჭიროების შემთხვევაში ყოველგვარი უხერხულობის გარეშე მიმართავს დახმარებისთვის.

რჩევები.

მიმართეთ ნათესავებს და მეგობრებს. შეგიძლიათ შეადგინოთ მათი სია, ვისაც თამამად დაუკავშირდებით მაშინ, როცა სახლში რაიმე იქნება შესაკეთებელი, ტრანსპორტი დაგჭირდებათ, ბავშვის ვინმესთვის დატოვება გახდება საჭირო ან უბრალოდ ემოციური მხარდაჭერა დაგჭირდებათ. დროდადრო გადახედეთ ხოლმე სიას და განაახლეთ. ისარგებლეთ ამასთანავე იმ დახმარებით, რომელსაც მთავრობა ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გთავაზობთ.

რენატას, რომელიც იეჰოვას მოწმეა, დიდ დახმარებას უწევენ თანაქრისტიანები. «ისინი, ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად. ერთხელ მე და ჩემს ცხრა წლის ტყუპებს გრიპი შეგვხვდა; ისე ცუდად ვიყავი, რომ საჭმლის გაკეთების თავი არ მქონდა. კრების წევრებმა რომ გაიგეს ჩვენი ამბავი, დღე ისე არ გავიდოდა, რომელიმეს საჭმელი არ მოეტანა, — გვიყვება რენატა. — ეს ზუსტად ის არის, რაც 1 იოანეს 3:18-ში წერია: „შვილებო, გვიყვარდეს არა სიტყვითა და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით“».

თუ შესაძლებელია, დახმარებისთვის ყოფილ მეუღლეს მიმართეთ. თუ ცალკე მცხოვრებ მშობელს (ძირითადად მამას) აქვს ბავშვის ნახვის კანონიერი უფლება და თავადაც სურს, დაეხმაროს ოჯახს, შეგიძლიათ ზოგჯერ მასაც მიმართოთ. ისიც აღსანიშნავია, რომ ბავშვებს გარკვეულწილად მამასთანაც სჭირდებათ ურთიერთობა. *

შვილებსაც სთხოვეთ დახმარება. ასაკის შესაბამისად ბავშვებს რაიმე საქმე დაავალეთ. ეს თქვენც წაგადგებათ და მათაც. ასეთი სახით ბავშვი პასუხისმგებლობას და შრომის ფასს ისწავლის, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგება.

^ აბზ. 6 ქრისტიანმა მშობლებმა თავიანთი მდგომარეობის შესაბამისად და ბავშვების საკეთილდღეოდ მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ ბიბლიური პრინციპები. ამასთანავე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.