წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ნოემბერი 2012

დახმარებისთვის ღმერთს მიმართეთ

დახმარებისთვის ღმერთს მიმართეთ

სთხოვთ ღმერთს დახმარებას შვილების აღზრდაში?

„როცა ჩემი ქმარი სახლიდან წავიდა, ღმერთს ვევედრებოდი, დაგვხმარებოდა მე და ჩემს შვილებს. მან უპასუხოდ არ დატოვა ჩემი ლოცვა; აუცილებელი არასოდეს მოგვკლებია. ღმერთი გვეხმარებოდა და გვხელმძღვანელობდა“ (მაკი, იაპონია).

მატერიალიზმს გამოდევნებულ ქვეყნიერებაში ცოტა თუ ფიქრობს ღმერთზე. მაგრამ ღმერთს თითოეული ჩვენგანი აინტერესებს და სურს, რომ ბედნიერები ვიყოთ. მისი გრძნობები კარგად არის გამოხატული ესაიას 41:10-ში: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ . . . მე დაგეხმარები“.

წინა სტატიაში ვისაუბრეთ იმაზე, რომ ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის მაღალზნეობრივი ნორმები ჩვენ სასიკეთოდაა, რაშიც ღვთის მზრუნველობა ჩანს (2 ტიმოთე 3:16). თუმცა ბიბლია მარტო რჩევების კრებული როდია. ამ წიგნიდან ვიგებთ, თუ რა დიდებული თვისებები აქვს ღმერთს და როგორ ვუყვარვართ. მრავალმა ქრისტიანმა მშობელმა, რომლებიც ბიბლიის პრინციპებით ცხოვრობენ, საკუთარ თავზე გამოსცადა ღვთის სიკეთე.

რობერტი, ავსტრია: „იეჰოვა ნებისმიერ ჩვენგანზე უკეთესი მშობელია. მან იცის, რა სჭირდება ჩვენს შვილებს და როგორ დაიცვას ისინი. ამიტომ მე და ჩემი გოგონა ხშირად ერთად მივმართავთ მას ლოცვით“.

აიუსა, იაპონია: „მიხარია, როცა ვხედავ, რომ ჩემი ბიჭი დარწმუნებულია იეჰოვას მხარდაჭერაში. ხშირად ამბობს ხოლმე, იეჰოვაა ჩვენთან, ყველაფერი კარგად იქნებაო“.

ქრისტინა, იტალია: „როცა პრობლემას ჩემი ძალით ვერ ვუმკლავდები, ვლოცულობ და იეჰოვას ვთხოვ მის მოგვარებას. მაშინვე შინაგანი სიმშვიდე მეუფლება, რადგან ვიცი, რომ ღმერთი საუკეთესო გამოსავალს მომიძებნის“.

ლორატინი, საფრანგეთი: „დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ იეჰოვამ მაკურთხა. ის სულგამწარებულთა მშველელია და არასოდეს ტოვებს უმამო თუ უდედო ბავშვებს“.

კეიკო, იაპონია: „ღმერთი მიუკერძოებელია. მას სურს, რომ ყველა ოჯახზე სათუთად იზრუნოს და მოეფეროს, იმისდა მიუხედავად, ოჯახში ერთი მშობელია თუ ორი“ (საქმეები 10:34).

იესო ქრისტემ, რომელიც ღვთის მსგავსად თანაგრძნობას ავლენდა, თქვა: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ . . . რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული“ (მათე 11:28—30). იესო და მისი ზეციერი მამა, იეჰოვა სიყვარულით ზრუნავენ ჩვენზე და მათ სურთ, რომ თავი დაცულად ვიგრძნოთ. ფსალმუნის 34:8-ში ვკითხულობთ: „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა!“. ღვთის სურვილია, თავად დარწმუნდეთ, რომ მისი რჩევები სასარგებლოა და რომ მას თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის საუკეთესო სურს. უარს ნუ იტყვით მის მამობრივ მზრუნველობაზე.