არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  ოქტომბერი 2012

 რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

„[დიდ ბრიტანეთში] ყოველ წელს სიმსივნით დაავადებულთა თითქმის ნახევარს, 130 000-ზე მეტს, სიმსივნე უვითარდება ძირითადად არაჯანსაღი ცხოვრების წესის გამო. ამაში შედის მოწევა, უზომო სმა და არაჯანსაღი კვება“ (BBC NEWS, ბრიტანეთი).

„ველური ბუნების ბინადრებით უკანონო ვაჭრობაში დახელოვნებული კრიმინალური დაჯგუფებები არნახული მასშტაბით ანადგურებენ მსოფლიოში ყველასათვის საყვარელ სახეობებს“ (ველური ბუნების დაცვის საზოგადოება, აშშ.).

ისინი, ვინც ტელევიზორს ყოველ დღე ექვს საათს უყურებენ, 4,8 წლით ნაკლებს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვინც საერთოდ არ უყურებენ ტელევიზორს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტელევიზორის წინ გატარებული ყოველი საათი მჯდომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანს 22 წუთის სიცოცხლეს აკარგვინებს (BRITISH JOURNAL OF SPORTS MEDICINE, ბრიტანეთი).

გერმანიაში იმ ქალების 90 პროცენტს, რომელთა ჯერ არშობილ ბავშვს დაუნის სინდრომი დაუდგინეს, ურჩევნიათ აბორტი გაიკეთონ (DER TAGESSPIEGEL, გერმანია).

სტრესი დიდ ქალაქებში

„დიდი ქალაქის მაცხოვრებლები უფრო აგრესიულად რეაგირებენ სტრესულ სიტუაციებზე, ვიდრე პატარა ქალაქში მცხოვრებნი,“ — ნათქვამია პოლონეთში გამომავალ ჟურნალ „პშეკრუიში“. „დიდ ქალაქებში სტრესის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს, — ამბობს ვარშავის ფსიქო-ლაბორატორიული კვლევის ფსიქოთერაპევტი მიეჟისლავ ჟასკულსკი. — გარეუბნებთან შედარებით დიდ ქალაქებში 21%-ით მეტია ნერვული შეტევების რიცხვი, ემოციური მოშლილობა კი 39%-ით მეტს აღენიშნება“. რის გაკეთება შეუძლიათ ქალაქში მცხოვრებლებს სტრესის შესამცირებლად? ჟურნალი „პშეკრუი“ გვირჩევს: „ნუ გაღიზიანდები იმაზე, რასაც ვეღარ შეცვლი“, „სახლში მოსული, ისევ სამუშაოზე ნუღარ იფიქრებ“, „ისეირნე“, „შვებულების აღების ნუ მოგერიდება“.

რამდენს იტევს „ფეისბუქი“?

ავსტრიაში მცხოვრები იურიდიული ფაკულტეტის ერთი სტუდენტი უკვე სამი წელია, რაც „ფეისბუქზეა“ დარეგისტრირებული. მას აინტერესებდა, ამ დროის განმავლობაში, რა რაოდენობის ინფორმაცია იყო დაგროვილი მასზე მსოფლიოში ამ უმსხვილეს სოციალურ ქსელში. ამიტომ მოითხოვა მის მიერ შეტანილი ინფორმაციის მონაცემები. მან „ფეისბუქისგან“ მიიღო CD-დისკი, რომელიც შეიცავდა 1 222-გვერდიან მონაცემებს. გერმანიაში გამომავალ ერთ-ერთ გაზეთში ეს სტუდენტი აღნიშნავს: „ყველაფერი — ყოველი მესიჯი, ყოველი საუბარი, მეგობრებზე საიდუმლო ინფორმაციაც კი შენახული იყო“. მათ შორის იყო ინფორმაციაც, რომელიც მისი აზრით განადგურებული უნდა ყოფილიყო.