არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ოქტომბერი 2012

რას ნიშნავს იყო კარგი მშობელი?

რას ნიშნავს იყო კარგი მშობელი?

გახსოვთ ის წუთები, როცა თქვენი პატარა პირველად აიყვანეთ ხელში?

ალბათ, მალევე მიხვდით, რომ მას წლების განმავლობაში დასჭირდებოდა თქვენი ყურადღება და ხელმძღვანელობა; შესაძლოა, შეგაშინათ კიდეც ამ ყოველივემ. იმასაც მიხვდით, თუ რამხელა პასუხისმგებლობა დაგეკისრათ.

მშობლის როლი არასოდეს ყოფილა იოლი და ის განსაკუთრებით რთულია ჩვენს დროში. მიზეზი ის არის, რომ ცხოვრება დღეს გაცილებით პრობლემატურია, ვიდრე თქვენს ბავშვობაში იყო. ზნეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი განსაცდელი, რომელსაც დღევანდელი ახალგაზრდები ხვდებიან — მაგალითად, ინტერნეტით სარგებლობისას — რამდენიმე ათეული წლის წინ აზრადაც კი არ მოუვიდოდა ვინმეს.

როგორ უნდა დაეხმაროთ შვილს, არ გაებას უზნეობის მახეში? გთავაზობთ სამ რჩევას.

1 ნათლად დაანახვეთ შვილებს თქვენი ზნეობრივი ფასეულობები.

ზნეობრივ საკითხებთან დაკავშირებით ბავშვები უამრავ არასწორ ინფორმაციას იღებენ თანატოლებისა და მასმედიისგან. ასეთი უარყოფითი გავლენა ბავშვებზე განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება გარდატეხის ასაკში. თუმცა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებისას ბევრი მოზარდი მშობლების შეხედულებებს უფრო ითვალისწინებს, ვიდრე თანატოლებისას.

რის გაკეთება შეგიძლიათ. ძველად ისრაელში მშობლებს მოუწოდებდნენ, ხშირად ესაუბრათ შვილებთან და მათთვის მაღალზნეობრივი ფასეულობები ჩაენერგათ (კანონი 6:6, 7). მიჰბაძეთ მათ. მაგალითად, თუ თქვენ ცხოვრობთ ბიბლიის მაღალზნეობრივი ნორმების თანახმად, აუხსენით თქვენს შვილს, რატომ არის ღვთის პრინციპებით ცხოვრება საუკეთესო გადაწყვეტილება.

 2 დაეხმარეთ ბავშვს შედეგების გაანალიზებაში.

ბიბლიაში ვკითხულობთ: „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7). ფაქტობრივად, ამ პრინციპის დანახვა ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში შეიძლება. გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა. ყველაზე მეტად უსათუოდ ის მომენტები გაგახსენდებათ, როცა თქვენმა საქციელმა გარკვეული შედეგების პირისპირ დაგაყენათ და ამ ყველაფერმა მნიშვნელოვანი რამ გასწავლათ.

რის გაკეთება შეგიძლიათ. მოუყვანეთ რეალური ცხოვრებისეული მაგალითები და აუხსენით, რა უარყოფითი შედეგები მოჰყვა არასწორ არჩევანს და რა დადებითი შედეგები — სწორ არჩევანს (ლუკა 17:31, 32; ებრაელები 13:7). ნუ შეეცდებით, თავიდან აარიდოთ შვილს არასწორი საქციელის შედეგები. დავუშვათ, თქვენი ბიჭი უდიერად მოეპყრო სხვის სათამაშოს და გატეხა. უთხარით მას, რომ თავისი სათამაშოებიდან ერთ-ერთი დაზარალებულს მისცეს. ეს გაკვეთილი თქვენს შვილს დიდხანს ემახსოვრება და ეცოდინება, რომ პატივისცემით უნდა მოეპყროს სხვის საკუთრებას.

3 დაეხმარეთ შვილებს ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში.

ბიბლიური იგავი გვეუბნება: „ყმაწვილი თავისი საქციელით აჩვენებს, სუფთა და მართალია მისი საქმეები თუ არა“ (იგავები 20:11). ზრდასთან ერთად ბავშვებს უვითარდებათ გარკვეული ქცევის ნორმები და პიროვნული თვისებები. სამწუხაროდ, ზოგი ცუდი ადამიანის რეპუტაციას იქმნის (ფსალმუნი 58:3). თუმცა სხვები კარგი სახელითა და პატიოსნებით გამოირჩევიან. მოციქულმა პავლემ, როცა ერთ-ერთ კრებას წერილი მისწერა, ახალგაზრდა ტიმოთეზე თქვა: „არავინ მყავს მისნაირი განწყობილებით, რომ ასე გულწრფელად ზრუნავდეს თქვენზე“ (ფილიპელები 2:20).

რის გაკეთება შეგიძლიათ. შვილებს მარტო შედეგების გაანალიზებაში კი არ უნდა დაეხმაროთ, არამედ იმ თვისებებზე ფიქრიც უნდა ასწავლოთ, რომელი თვისებებიც უნდათ, რომ ჰქონდეთ. თუ ახალგაზრდებს სურთ, სირთულეების პირისპირ ყოფნისას გონივრული გადაწყვეტილებები მიიღონ, საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ:

ბიბლიაში უამრავი მაგალითია ჩაწერილი იმ მამაკაცებისა და ქალების, რომლებმაც თავიანთი საქმეებით აჩვენეს, კარგი ადამიანის რეპუტაცია ჰქონდათ, თუ — ცუდის (1 კორინთელები 10:11; იაკობი 5:10, 11). გამოიყენეთ ეს მაგალითები და დაეხმარეთ თქვენს შვილებს ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში.

იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციები დაგანახვებთ, როგორ გამოიყენოთ თქვენს ოჯახში ბიბლიური პრინციპები და როგორ დაეხმაროთ თქვენს შვილებს იმავეს გაკეთებაში.

 

გაიგეთ მეტი

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)

მშობლებო, ჩვილობიდანვე აღზარდეთ შვილები

როდიდან იწყება ბავშვის აღზრდა? რა შედის ამაში?