არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  ოქტომბერი 2012

ითხოვე დახმარება

ითხოვე დახმარება

სხვების დახმარება არა მარტო სკოლაში სწავლის პერიოდში დაგჭირდება, არამედ მომავალშიც, როცა გაიზრდები.

დაფიქრდი, ვის შეგიძლია სთხოვო, დაგეხმაროს სწავლაში?

ოჯახი.

„როცა დავალების მომზადებაში დახმარება მჭირდებოდა, მამა მიხსნიდა ხოლმე მასალას და შეკითხვებს მისვამდა. პასუხებს არ მეუბნებოდა; უნდოდა, მე თვითონ მომეძებნა“, * — ამბობს ბრაზილიაში მცხოვრები 18 წლის ბრუნა.

რჩევა: პირველ რიგში, ჰკითხე დედას ან მამას, როგორ სწავლობდნენ იმ საგნებს, რომლებშიც შენ მოიკოჭლებ. თუ აღმოჩნდა, რომ კარგად სწავლობდნენ, შესაძლოა სწორედ ისინი გახდნენ შენი მშველელები ამ საგნებში.

მასწავლებლები.

მასწავლებლების უმეტესობას უხარია, როცა ხედავს, რომ ბავშვი მთელი გულითაა მონდომებული. ისინი ყოველთვის მზად არიან, დაეხმარონ ასეთ მოსწავლეებს.

რჩევა: უთხარი შენს მასწავლებელს: „მინდა, რომ ეს საგანი უფრო კარგად ვისწავლო, მაგრამ მიჭირს. თქვენ რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე?“.

მეგობრები.

შეიძლება ოჯახის სანდო მეგობარმა გაგიწიოს დიდი დახმარება. ასეთ შემთხვევაში სარგებელი ორგვარია. პირველი, იღებ საჭირო დახმარებას და მეორე, საჭიროების შემთხვევაში სხვებზე მინდობას სწავლობ. ეს თვისება აუცილებლად დაგჭირდება, როცა გაიზრდები. ფაქტობრივად, წარმატება ერთმანეთის მხარში დგომით მიიღწევა და არა პრობლემებთან მარტო ჭიდილით (იგავები 15:22).

რჩევა: ჰკითხე მშობლებს, ვინ შეიძლება დაგეხმაროს სწავლაში.

დასკვნა: ცუდი არაფერია იმაში, თუ დახმარებისთვის სხვებს მიმართავ.

ნუ გადადებ. დაწერე შენთვის მისაბაძი ორი ან სამი პიროვნების სახელი. ახლა დაფიქრდი, რომელიმე მათგანს ხომ არ შეუძლია დაგეხმაროს დავალებების მომზადებაში?

^ აბზ. 4 შეიძლება აგრეთვე უფროსი და ან ძმა დაგეხმაროს ამ საკითხში.