წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! ოქტომბერი 2012

 ბიბლიის თვალსაზრისი

ახდენენ ვარსკვლავები გავლენას თქვენს ცხოვრებაზე?

ახდენენ ვარსკვლავები გავლენას თქვენს ცხოვრებაზე?

ვუყვარვარ?

გავემგზავრო?

ვიშოვი სამუშაოს?

მსგავს კითხვებზე პასუხის მისაღებად ბევრი ასტროლოგიას მიმართავს. * მართლა შეუძლიათ ვარსკვლავებს გავლენა მოახდინონ თქვენს ცხოვრებაზე? შეუძლიათ დაგეხმარონ საკუთარი თავისა თუ მომავლის ამოცნობაში? რას ამბობს ბიბლია ამასთან დაკავშირებით?

შეუძლიათ ვარსკვლავებს გავლენა მოახდინონ ჩვენს მომავალზე?

ზოგს სჯერა ბედის არსებობის და იმის, რომ ადამიანი ვერსად გაექცევა ბედისწერას. მათი აზრით, თითოეულის მომავალი უკვე განსაზღვრულია და ვარსკვლავებს შეუძლიათ გაგვიმჟღავნონ ეს მომავალი წინასწარ. თუმცა ბიბლია სხვა რამეს ამბობს. მასში წერია, რომ ღმერთმა არჩევნის უფლება მოგვცა, რაც იმას გულისხმობს, რომ ადამიანს თავად შეუძლია გააკონტროლოს, რა მოხდება მის ცხოვრებაში. მაგალითად, მან ერთხელ ასეთი რამ უთხრა ისრაელებს: „სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდე წინ, კურთხევა და წყევლა; აირჩიე სიცოცხლე და იცოცხლებთ შენც და შენი შთამომავლობაც“ (კანონი 30:19).

ამ სიტყვებით იეჰოვამ ნათლად აჩვენა თავის ხალხს, რომ შეეძლოთ, თავად განესაზღვრათ საკუთარი  მომავალი. თუ დაემორჩილებოდნენ ისინი ღვთის მითითებებს, კურთხევებიც არ დააყოვნებდა. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი თავს დაიტეხდნენ დიდ უბედურებას.

დაფიქრდით: თუ თითოეული ებრაელის მომავალი წინასწარ იყო განსაზღვრული, რა აზრი ჰქონდა ღვთის მხრიდან რჩევის მიცემას, რომ აერჩიათ სიცოცხლე? იქნებოდა სამართლიანი, თუ ღმერთი მათ ისეთი რამისთვის მოსთხოვდა პასუხს, რომელთა გაკონტროლებაც თავად არ შეეძლოთ?

ბიბლიის თვალსაზრისი ცალსახა და ნათელია: ჩვენი ცხოვრება დამოკიდებულია ჩვენს არჩევანზე და არა ვარსკვლავებზე (გალატელები 6:7).

შეუძლიათ ვარსკვლავებს გავლენა მოახდინონ ჩვენს პიროვნებაზე?

მრავალი ასტროლოგი ამბობს, რომ ბედისწერის არ სჯერა. „ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია“, — ამბობს ერთი ასტროლოგი. შემდეგ დასძენს: „თუმცა, ჩვენი დაბადების თარიღი მოქმედებს ჩვენს პიროვნულ ნიშან-თვისებებზე“. ამ აზრს მრავალი ეთანხმება. მათი აზრით, თუ ვარსკვლავები და პლანეტები ფიზიკურ გავლენას ახდენენ დედამიწაზე, რა გასაკვირია, თუ ისინი ზებუნებრივ გავლენასაც მოახდენენ ჩვენს პლანეტაზე? ვნახოთ, რას გვეუბნება ბიბლია ამასთან დაკავშირებით.

ბიბლია არ არის მეცნიერული სახელმძღვანელო, რომ დეტალურად აღგვიწეროს ადამიანის სხეული და მთელი სამყარო. მაგრამ მასში ახსნილია ის, თუ რა მიზნით შექმნა ღმერთმა ციური სხეულები. დაბადების 1:14, 15-ში ვკითხულობთ: «თქვა ღმერთმა: „გამოჩნდეს მნათობები ცის სივრცეში, რომ ზღვარი დაიდოს დღესა და ღამეს შორის; ისინი იქნებიან მანიშნებლად და წელიწადის დროების, დღეებისა და წელიწადების აღმნიშვნელად“».

დაფიქრდით: თუ ღმერთმა ვარსკვლავები იმისთვის შექმნა, რომ მათ ჩვენს პიროვნებაზე მოეხდინა გავლენა, განა ამას დაგვიმალავდა?

რა შეგვიძლია დავასკვნათ? ვარსკვლავები ღვთის შემოქმედების ნაწილია და ისინი არანაირ გავლენას არ ახდენენ ადამიანის პიროვნულ ნიშან-თვისებებზე.

საიმედო ხელმძღვანელობა

ნამდვილად საქებარია, როდესაც ადამიანს სურვილი აქვს, მეტი გაიგოს მომავალთან დაკავშირებით და უკეთ გაეცნოს საკუთარ თავს. მაგრამ არსებობს ვარსკვლავებზე გაცილებით საიმედო ხელმძღვანელობა.

ბიბლიაში იეჰოვა ღმერთზე ნათქვამია: „დასაწყისშივე აცხადებს დასასრულს“ (ესაია 46:10). მას აქვს განზრახვა, რომელსაც უსათუოდ შეასრულებს (ესაია 55:10, 11). მისი განზრახვის შესახებ ბიბლიიდან ვიგებთ. ამ წმინდა წიგნში აგრეთვე ახსნილია, რატომ ვიტანჯებით და როგორ მოუღებს ღმერთი ბოლოს ადამიანთა ტანჯვას * (2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:1—4).

რატომ შეიძლება ჩაითვალოს ბიბლია საუკეთესო სახელმძღვანელოდ, როცა საქმე ადამიანის პიროვნული თვისებების გაუმჯობესებას ეხება? ამ წიგნის კითხვა გვეხმარება, საკუთარი თავი გულწრფელად შევაფასოთ. მაგალითად, ბიბლიაში ღმერთზე წერია, რომ ის არის „გულმოწყალე“, „რისხვაში ნელი“ და მზად არის პატიებისთვის (გამოსვლა 34:6; ფსალმუნი 86:5). ჩვენ თუ ვართ ასეთები? ბიბლიას შეუძლია დაგვანახვოს ჩვენი სუსტი მხარეები და გვაჩვენოს, რაში გვჭირდება გამოსწორება.

მაშასადამე, არ არის საჭირო, ვარსკვლავებს შევეკითხოთ, როგორი პიროვნებები ვართ და რა მომავალი გველის. საუკეთესო ხელმძღვანელობისთვის უმჯობესია მივმართოთ ბიბლიას, რომელიც „ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად და გამოსასწორებლად“ (2 ტიმოთე 3:16, 17).

^ აბზ. 6 ასტროლოგია არის მოძღვრება, რომლის თანახმადაც მზე, მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავები გავლენას ახდენენ ადამიანებზე და უმჟღავნებენ მომავალს.

^ აბზ. 19 ღვთის განზრახვის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, მე-3 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

 

გაიგეთ მეტი

რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?

ბიბლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვებზე მილიონობით ადამიანს სცემს პასუხს მთელ მსოფლიოში. თქვენც ისურვებთ ამ კითხვებზე პასუხების მიღებას?

რატომ არის სასარგებლო ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება?

იესომ აგვიხსნა, თუ რატომ გვჭირდება ხელმძღვანელობა და რომელი ორი ბიბლიური პრინციპი არის ძალზედ მნიშვნელოვანი.

წინასწარ არის განსაზღვრული, როდის მოკვდება ადამიანი?

რატომ ამბობს ბიბლია, რომ სიკვდილს თავისი დრო აქვს?