წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! სექტემბერი 2012

 რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

„2011 წლის დასაწყისისთვის მსოფლიოში მობილური ტელეფონის 5,4 მილიარდი მომხმარებელი იყო“ (UN CHRONICLE, აშშ).

ბოლო ათ წელიწადში სტიქიური უბედურებების შედეგად „დაიღუპა 780 000 ადამიანი. ამათგან 60% მიწისძვრებს ემსხვერპლა“ (THE LANCET, ბრიტანეთი).

„ბოლო 20 წელიწადში რუსეთში დაახლოებით 800 000-მა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით“ („რასიისკაია გაზეტა“, რუსეთი).

ფილიპინებში, სადაც განქორწინება კანონით აკრძალულია, 15—49 წლის ასაკის ქალების რიცხვი, რომლებიც „უკანონო ქორწინებაში არიან, ორჯერ გაიზარდა 1993—2008 წლებში“ (THE PHILIPPINE STAR, ფილიპინები).

„საქართველოში პასიური მოწევის გავლენის ქვეშ მოსახლეობის 79,2% იმყოფება . . . თბილისში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვების უმრავლესობა — 87,7% — პასიური მოწევის გავლენის ქვეშაა“ („ტაბულა“, საქართველო).

სამედიცინო ტურიზმი აზიაში

სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიემგზავრება სხვა ქვეყნებში კვალიფიციური მკურნალობის მისაღებად. ნაწილობრივ ამის მიზეზი თანხის დაზოგვა გახლავთ. ჟურნალ „ბიზნეს მსოფლიოს“ მონაცემებით ფილიპინებს სავარაუდოდ 2015 წლიდან ყოველწლიურად ერთი მილიონი „სამედიცინო ტურისტი“ ეწვევა. ამავე რაოდენობის ტურისტს ელოდებიან სამხრეთ კორეაში 2020 წლიდან. ამ მხრივ პოპულარულ ქვეყნებს წარმოადგენს ასევე ინდოეთი, მალაიზია, სინგაპური და ტაილანდი. ორთოპედიული და კარდიოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ ამ ქვეყნებს უფრო და უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს ჩრდილოეთ ამერიკიდან და ევროპიდან. პლასტიკური ოპერაციებისთვის ამ ქვეყნებს მდიდარი ჩინელების ახალი ფენაც სტუმრობს, რომელთაც სურთ, რომელიმე ცნობილ ადამიანს დაემსგავსონ და საამისოდ სპეციალურად ამ ადამიანების სურათებიც თან მიაქვთ.

რამდენიმე საქმეს შეჭიდებული

დღევანდელი ტექნოლოგიები ისეა მოწყობილი, რომ ადამიანს ერთდროულად რამდენიმე რთული სამუშაოს შესრულება და თან ტელეფონის ზარებზე დაუყოვნებლივი პასუხის გაცემა უწევს. თუმცა, როგორც სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ) „ინტერაქტიულ მედიასა და ადამიანს შორის ურთიერთობის ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი კლიფორდ ნასი ამბობს, „ადამიანი, რომელიც რამდენიმე საქმეს აკეთებს ერთად, საერთო ჯამში ვერც ერთს ვერ აკეთებს ხარისხიანად“. ცნობების თანახმად, ასეთ მუშაკებს ხშირად ემართებათ სტრესი, უმნიშვნელო რამეზეც კი ადვილად ეფანტებათ გონება, ვერ ფიქრობენ საკითხებზე ღრმად და, შესაბამისად, ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორი რჩებათ მხედველობიდან. რას გვირჩევს ბატონი ნასი? „როცა რაიმე საქმის კეთებას დაიწყებთ, 20 წუთის განმავლობაში მხოლოდ ის საქმე აკეთეთ და სხვა არაფერზე გადაიტანოთ ყურადღება. ასე ნელ-ნელა კონცენტრირების უნარსაც გაიუმჯობესებთ და საკითხებზე ღრმად დაფიქრებასაც ისწავლით“.