წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი № 4, 2016

რატომ ღირს, საკუთარი მრწამსი ბიბლიურ სწავლებებს შეადაროთ?

რატომ ღირს, საკუთარი მრწამსი ბიბლიურ სწავლებებს შეადაროთ?

თვლით საკუთარ თავს ქრისტიანად? თუ ასეა, თქვენ იმ 2 მილიარდზე მეტ ადამიანს შორის ხართ, რომლებიც თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ. დღეს თითქმის ყოველი მესამე თავს ქრისტიანად აცხადებს. დღესდღეობით ათასობით ქრისტიანული რელიგია თუ მიმდინარეობა არსებობს, თუმცა მათი შეხედულებები და სწავლებები ერთმანეთისგან განსხვავდება. ამიტომ თქვენი მრწამსიც შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს მათი მრწამსისგან, ვინც თავს დებს ქრისტიანობაზე. აქვს სინამდვილეში მნიშვნელობა, რას ირწმუნებთ? რა თქმა უნდა, თუ გსურთ, რომ თქვენი რელიგიური შეხედულებები ბიბლიაზე იყოს დაფუძნებული.

იესო ქრისტეს პირველ მიმდევრებს „ქრისტიანები“ ეწოდათ (საქმეები 11:26). და ეს სახელი სრულიად საკმარისი იყო მათ ამოსაცნობად, რადგან მაშინ მხოლოდ ერთი ქრისტიანული რელიგია არსებობდა. ისინი ერთსულოვანნი იყვნენ და ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ ქრისტიანობის დამფუძნებლის, იესო ქრისტეს, მითითებებსა და სწავლებებს. დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი რელიგიაც ზუსტად იმას ასწავლის, რასაც იესო ასწავლიდა და რაც მის პირველ მიმდევრებს სწამდათ? როგორ შეგიძლიათ ამის გაგება? მხოლოდ და მხოლოდ ბიბლია დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში, თუ რამდენად შეესაბამება ჭეშმარიტებას თქვენი რელიგიის სწავლებები.

 იესო ქრისტე წმინდა წერილებს ღვთის სიტყვად მიიჩნევდა და ძალიან აფასებდა მას. იგი არ იწონებდა მათ, რომლებიც ცდილობდნენ, ბიბლიური სწავლებებისთვის გვერდი აეარათ და წინ წამოეწიათ თავიანთი ადათ-წესები (მარკოზი 7:9—13). აქედან გამომდინარე, დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ იესოს მიმდევრების რწმენა ბიბლიას ეფუძნებოდა. ამიტომ თითოეულმა ქრისტიანმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს: „ეთანხმება ჩემი რელიგიის სწავლებები იმას, რასაც ბიბლია ასწავლის?“. ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, კარგი იქნება, თუ თქვენი რელიგიის სწავლებებს ბიბლიას შეადარებთ.

იესომ თქვა, რომ ღვთისადმი თაყვანისცემა ბიბლიურ ჭეშმარიტებას უნდა ეფუძნებოდეს (იოანე 4:24; 17:17). მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ ჩვენი ხსნა დამოკიდებულია ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნის მიღებაზე (1 ტიმოთე 2:4). ასე რომ, თუ გვსურს, ღმერთს სწორად ვცეთ თაყვანი, უაღრესად მნიშვნელოვანია, გვქონდეს ბიბლიის საფუძვლიანი ცოდნა, რადგან სწორედ ამაზეა ჩვენი ხსნა დამოკიდებული!

შეადარეთ თქვენი მრწამსი ბიბლიურ სწავლებებს

ქვემოთ მოცემულია ექვსი კითხვა და ბიბლიური პასუხები. წაიკითხეთ ციტირებული მუხლები და დაფიქრდით პასუხებზე. შემდეგ ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რამდენად ეთანხმება ბიბლიურ სწავლებებს ის, რასაც ჩემი რელიგია ასწავლის?“.

ეს კითხვები დაგეხმარებათ, გაიგოთ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ — ნამდვილად ეთანხმება თუ არა თქვენი მრწამსი ბიბლიურ სწავლებებს. გსურთ, ქვემოთ ჩამოთვლილი ექვსი საკითხის გარდა სხვა სწავლებებიც განიხილოთ ბიბლიის შუქში? იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან, გაეცნოთ ბიბლიურ ჭეშმარიტებას. თუ გსურთ ბიბლიის შესწავლა, დაუკავშირდით იეჰოვას მოწმეებს ან ეწვიეთ ვებ-გვერდს jw.org.

 

გაიგეთ მეტი

ყველა რელიგია ერთია? ყველა რელიგიას მიჰყავს ადამიანი ღმერთამდე?

ბიბლიის ჭრილში განვიხილავთ იმას, თუ როგორი სახის თაყვანისცემაა ღვთისთვის მიუღებელი.

რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს?

მოკლედ მიმოიხილეთ იეჰოვას მოწმეების 15 ძირითადი სწავლება.