წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი № 4, 2016

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

რატომ იყო უჩვეულო კეთროვნებისადმი იესოს დამოკიდებულება?

ბიბლიურ დროში კეთრი უკურნებელი სენი იყო. ამიტომ ებრაელებს ძალიან ეშინოდათ ამ დაავადების. ეს სენი აზიანებს პერიფერიულ ნერვულ სისტემას და კანს, რაც სამუდამოდ ასახიჩრებს ადამიანს. ძველად კეთროვნები კარანტინში უნდა ყოფილიყვნენ; ისინი ვალდებულნი იყვნენ, სხვები თავიანთი მდგომარეობის შესახებ გაეფრთხილებინათ (ლევიანები 13:45, 46).

იუდეველმა რელიგიურმა წინამძღოლებმა თავიანთი წესები დაადგინეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოპყრობოდნენ კეთროვნებს, რასაც არ გააჩნდა ბიბლიური საფუძველი; პირიქით, ეს წესები ისედაც გატანჯულ კეთროვნებს ცხოვრებას კიდევ უფრო უმძიმებდა. მაგალითად, რაბინების მიერ დადგენილი წესების მიხედვით, კეთროვანს არ ჰქონდა უფლება, ვინმეს 2 მეტრზე ახლოს მიახლოებოდა, ქარიან ამინდში კი ხალხისგან 45 მეტრის მოშორებით უნდა მდგარიყო. როგორც აღვნიშნეთ, კანონის თანახმად, ამ სენით დაავადებულებს ბანაკის გარეთ უნდა ეცხოვრათ. მაგრამ თალმუდისტებმა თვითნებურად შეცვალეს ეს წესი და კეთროვნებს ქალაქგარეთ აძევებდნენ. ამიტომ, როდესაც რაბინი ქალაქში კეთროვანს დაინახავდა, ქვებს ესროდა და უყვიროდა: „მოშორდი აქაურობას! სხვები არ დაასნეულო!“.

მათგან განსხვავებით, იესო დიდი თანაგრძნობით ეპყრობოდა კეთროვნებს. იმის ნაცვლად, რომ თავიდან მოეშორებინა, სიბრალულით ეხებოდა მათ და კურნავდა კიდეც (მათე 8:3).

რის საფუძველზე აძლევდნენ იუდეველი რელიგიური წინამძღოლები მამაკაცს გაყრის უფლებას?

ახ. წ. 71-72 წლით დათარიღებული გაყრის მოწმობა

ახ. წ. I საუკუნეში გაყრის საკითხი რელიგიურ წინამძღოლებს შორის მწვავე კამათს იწვევდა. სწორედ ამიტომ ჰკითხეს ფარისევლებმა იესოს: „ნებისმიერი მიზეზით არის დაშვებული ცოლთან გაყრა?“ (მათე 19:3).

მოსეს კანონი მამაკაცს ნებას რთავდა, ცოლს იმ შემთხვევაში გაჰყროდა, თუ „რაღაც უწესოს“ უპოვიდა (კანონი 24:1). იესოს დროს ორი რაბინული სკოლა არსებობდა, რომლებიც ამ კანონს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულად ხსნიდნენ. მაგალითად, შამაის სკოლაში მკაცრი მიდგომა ჰქონდათ და ასწავლიდნენ, რომ გაყრის ერთადერთი საფუძველი უწმინდური საქციელი, მრუშობა, იყო; ხოლო ჰილელის სკოლაში გაყრის საკითხს ასე მკაცრად არ უდგებოდნენ. იქ ასწავლიდნენ, რომ ქმარს უმნიშვნელო მიზეზის, მაგალითად ოჯახური უთანხმოების გამო შეეძლო ცოლთან განქორწინება; აგრეთვე კაცს მაშინაც კი შეეძლო გაჰყროდა ცოლს, თუ უგემურ სადილს მოუმზადებდა ან მასზე ლამაზ ქალს იპოვიდა.

იესომ ფარისევლებს პირდაპირ და არაორაზროვნად უპასუხა: „თუ ცოლს სიძვა არ ჩაუდენია, ქმარი კი გაეყრება მას და სხვაზე დაქორწინდება, მრუშობს“ (მათე 19:6, 9).

გაიგეთ მეტი

მხოლოდ კარგი ადამიანი იყო იესო?

რატომ იყო იესო ნაზარეთელი ოდესმე მცხოვრებთა შორის ყველაზე გავლენიანი ადამიანი?

კრძალავს ბიბლია გაყრას?

გაიგე, რა არის ღვთისთვის დასაშვები და რა სძულს მას!