წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი № 4, 2016

 მთავარი თემა | ბიბლია — სასწაულებრივად გადარჩენილი წიგნი

ვისი დამსახურებაა, რომ ბიბლიამ ჩვენამდე მოაღწია?

ვისი დამსახურებაა, რომ ბიბლიამ ჩვენამდე მოაღწია?

რაოდენ სასიხარულოა, რომ ბიბლიამ ჩვენამდე მოაღწია და თავისუფლად შეგვიძლია გავეცნოთ მას! როდესაც ბიბლიის სანდო თარგმანს ვკითხულობთ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მისი ტექსტი ზუსტად შეესაბამება ორიგინალს. * მაგრამ ვისი დამსახურებაა, რომ ბიბლიამ გაუძლო არასათანადო კლიმატურ პირობებს, არაერთ წინააღმდეგობას და დღემდე უცვლელი სახით შემოინახა? რატომ არის ეს წიგნი ასეთი განსაკუთრებული?

„ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ბიბლია ნამდვილად ღვთის საჩუქარია!“

ბევრმა, ვინც ბიბლიას სწავლობს, ისეთივე დასკვნა გააკეთა, როგორიც მოციქულმა პავლემ: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“ (2 ტიმოთე 3:16). მათ სჯერათ, რომ ბიბლიამ ჩვენამდე იმიტომ მოაღწია, რომ ის ღვთის სიტყვაა და სწორედ მან დაიცვა განადგურებისგან. ფიზელმა, რომელიც შესავალ სტატიაში მოვიხსენიეთ, გადაწყვიტა, შეესწავლა ბიბლია და თავად დარწმუნებულიყო მის სანდოობაში. ის გააოცა იმის აღმოჩენამ, რომ რასაც ქრისტიანული რელიგიები ასწავლიდნენ, არ შეესაბამებოდა ბიბლიურ სწავლებებს. უფრო მეტიც, იგი ძალიან გაახარა იმის გაგებამ, რომ მალე ღვთის განზრახვის თანახმად, დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა.

ფიზელი გვიზიარებს: „ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ბიბლია ნამდვილად ღვთის საჩუქარია! განა ღმერთს, რომელმაც სამყარო შექმნა, არ ექნებოდა იმის ძალა, რომ თავისი სიტყვა დღემდე შემოენახა? წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ღმერთი არ ყოფილა ყოვლისშემძლე. ვინა ვარ მე, რომ ღვთის ძალაში ეჭვი შევიტანო?!“ (ესაია 40:8).

^ აბზ. 3 ამავე ჟურნალის 2008 წლის 1 მაისის ნომერში იხილეთ სტატია „ბიბლიის რომელ თარგმანს მივანიჭოთ უპირატესობა?“.

გაიგეთ მეტი

რატომ უნდა გავეცნოთ ბიბლიას?

მრავალი აფასებს ამ წმინდა წიგნს, მაგრამ წარმოდგენა არა აქვთ, რამხელა სიკეთის მოტანა შეუძლია ამ წიგნს მათთვის.