წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი № 3, 2016

ღვთის სახელი ბიბლიის უძველეს ხელნაწერზე არაერთ ადგილას

რას ასწავლის ბიბლია?

რას ასწავლის ბიბლია?

აქვს ღმერთს სახელი?

ზოგი ფიქრობს, რომ ღმერთს სახელი არა აქვს, ზოგი კი ამბობს, რომ მისი სახელია „ღმერთი“ ან „უფალი“. სხვების აზრით, ღმერთს უამრავი სახელი აქვს. თქვენ რას ფიქრობთ?

ბიბლია ამბობს:

„შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“ (ფსალმუნი 83:18).

კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?

  • მართალია, ღმერთს მრავალი ტიტული აქვს, მაგრამ მან მხოლოდ ერთი სახელი დაირქვა (გამოსვლა 3:15).

  • ღმერთი შეუცნობელი არ არის. მას სურს, რომ გავიცნოთ იგი (საქმეები 17:27).

  • ღვთის სახელის ცოდნა მასთან დასაახლოებლად გადადგმული პირველი ნაბიჯია (იაკობი 4:8).

არასწორია ღვთის სახელის წარმოთქმა?

თქვენ რას ფიქრობთ?

  • დიახ

  • არა

  • გააჩნია

ბიბლია ამბობს:

„არ ახსენო უღირსად შენი ღვთის, იეჰოვას სახელი“ (გამოსვლა 20:7). ასე რომ, ღვთის სახელის წარმოთქმა იმ შემთხვევაში იქნება არასწორი, თუ მას უპატივცემულოდ მოვიხსენიებთ (იერემია 29:9).

კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?

  • იესომ იცოდა ღვთის სახელი და წარმოთქვამდა მას (იოანე 17:25, 26).

  • ღმერთი მოგვიწოდებს, რომ მას სახელით მივმართოთ (ფსალმუნი 105:1).

  • ღვთის მტრები ცდილობენ, ხალხს მისი სახელი დაავიწყონ (იერემია 23:27).

 

გაიგეთ მეტი

აქვს ღმერთს სახელი?

ღმერთს ბევრი წოდება აქვს, მაგალითად, ყოვლისშემძლე, შემოქმედი, უფალი. ამ ვიდეორგოლიდან გაიგებთ, რომ ღვთის სახელი ბიბლიაში დაახლოებით 7 000-ჯერ არის მოხსენიებული.

ჭეშმარიტება ღვთის შესახებ

შენი აზრით, პირადად შენზე ზრუნავს ღმერთი? გაეცანი მის პიროვნებას და გაიგე, როგორ შეგიძლია დაუახლოვდე მას.