წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი № 2, 2016

ყურად იღეთ გაფრთხილება და სიცოცხლე შეინარჩუნეთ!

ყურად იღეთ გაფრთხილება და სიცოცხლე შეინარჩუნეთ!

სუმატრას (ინდონეზია) ჩრდილო-დასავლეთით მდებარე კუნძულ სიმიოლუეს 2004 წლის 26 დეკემბერს ძლიერი მიწისძვრა დაატყდა, რომლის სიმძლავრეც 9,  1 მაგნიტუდას შეადგენდა. სანაპიროზე მყოფებმა უმალვე ზღვას მიაპყრეს თვალი. როგორც კი დაინახეს, რა სწრაფად იხევდა წყალი უკან, მყისვე შემაღლებული ადგილებისკენ გაიქცნენ და გზადაგზა ყვიროდნენ: „სმონგ!“, „სმონგ!“, რაც ადგილობრივ ენაზე ცუნამის ნიშნავს. 30 წუთში სანაპიროს გიგანტური ტალღები ეკვეთა და სახლებისა და სოფლების უმეტესობა ოკეანეში ჩარეცხა.

ეს დამანგრეველი ცუნამი პირველად კუნძულ სიმიოლუეს დაატყდა. კუნძულზე მცხოვრები 78 000 ადამიანიდან მხოლოდ 7 დაიღუპა. როგორ გადარჩნენ დანარჩენები? * კუნძულზე ხშირად მოისმენთ ასეთ სიტყვებს: „თუ ძლიერ რხევებს იგრძნობ და ზღვაც უკან იხევს, შემაღლებული ადგილებისკენ გაიქეცი, რადგან მიქცეული წყალი მალე ნაპირს მოასკდება“. აქაურებმა წარსულის გამოცდილებიდან ისწავლეს, როგორ ამოიცნონ ცუნამის მოახლოება წყალზე დაკვირვებით. გამაფრთხილებელ ნიშნებზე დაკვირვებამ და დაუყოვნებელმა მოქმედებამ მათ სიცოცხლე შეუნარჩუნა.

ბიბლია საუბრობს მოახლოებულ განადგურებაზე. ეს არის „დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე და აღარც იქნება“ (მათე 24:21). ეს დედამიწის განადგურებას არ ნიშნავს. ის არ განადგურება სტიქიური უბედურებების შედეგად ან დაუდევარი ადამიანების მიზეზით, ვინაიდან ღვთის განზრახვაა, რომ ჩვენმა პლანეტამ მარადიულად იარსებოს (ეკლესიასტე 1:4). მოახლოებული გასაჭირი ღვთის ნებით დაატყდება თავს კაცობრიობას. მაშინ ღმერთი მოსპობს „დედამიწის მომსპობთ“. ეს იქნება ყოველგვარი ბოროტებისა და ტანჯვის დასასრული (გამოცხადება 11:18; იგავები 2:22). მართლაც რომ შესანიშნავი დრო დადგება!

გარდა ამისა, ცუნამების, მიწისძვრებისა თუ ვულკანური ამოფრქვევებისგან განსხვავებით, მოახლოებული განადგურება უდანაშაულო ადამიანებს არ შეიწირავს. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „ღმერთი სიყვარულია“. სიყვარულის ღმერთი, რომლის სახელიც იეჰოვაა, გვპირდება, რომ „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (1 იოანე 4:8; ფსალმუნი 37:29). მაშ, როგორ შეგიძლიათ გადაურჩეთ დიდ გასაჭირს და დატკბეთ იმ საოცნებო ცხოვრებით, რომელსაც ღმერთი გვპირდება? ამას იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ ყურად იღებთ გაფრთხილებას!

ნუ წაუყრუებთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს!

ჩვენ ვერ გამოვთვლით ბოროტებისა და ტანჯვის აღსასრულის კონკრეტულ თარიღს, ვინაიდან იესომ თქვა: „იმ დღესა და საათზე კი მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ“. ამის მიუხედავად, იესომ სიფხიზლისკენ მოგვიწოდა (მათე 24:36; 25:13). რას ნიშნავს ჩვენს შემთხვევაში სიფხიზლე? ბიბლიაში აღწერილია მსოფლიო მოვლენები, რომლებიც აღსასრულის დადგომამდე უნდა განვითარებულიყო. როგორც ზღვის მოულოდნელი მიქცევა იყო კუნძულ სიმიოლუეზე მცხოვრებთათვის ცუნამის მომასწავებელი,  ისე მსოფლიო მოვლენების გაუარესებაა იმის მიმანიშნებელი, რომ აღსასრული ძალიან ახლოსაა. თანდართულ ჩარჩოში მოხსენიებულია ზოგიერთი ის დრამატული მოვლენა, რომელზეც ბიბლია საუბრობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ჩარჩოში მოხსენიებული მოვლენებიდან ზოგიერთი, ცალკე აღებული, წარსულშიც მომხდარა რაღაც მასშტაბით. თუმცა იესომ გვითხრა: „როცა დაინახავთ ყველაფერ ამას, იცოდეთ, რომ ის [აღსასრული] კარზეა მომდგარი“ (მათე 24:33). დაფიქრდით, მსოფლიო ისტორიაში როდის ყოფილა ბიბლიაში აღწერილი მოვლენები 1) ასეთი მასშტაბური, 2) ასეთი ერთდროული, და 3) ცუდიდან უარესობისკენ ასე შეცვლილი. ნათელია, რომ ეს ყველაფერი ჩვენს დროში ხდება.

ღვთის სიყვარულის გამოხატულება

„განგაშის სისტემა . . . ადამიანებს სიცოცხლეს უნარჩუნებს“, — აღნიშნა შეერთებული შტატების ერთმა ექსპრეზიდენტმა. 2004 წელს მომხდარი ცუნამის შემდეგ სტიქიით დაზარალებულ რეგიონში დაამონტაჟეს განგაშის სისტემა, რათა მომავალში მსგავსი სტიქიის შემთხვევაში შეამცირონ მსხვერპლის რაოდენობა. მსგავსად ამისა, ღმერთმა იზრუნა იმაზე, რომ მოახლოებული აღსასრულის შესახებ წინასწარ გვცოდნოდა. ბიბლიამ იწინასწარმეტყველა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14).

მარტო გასულ წელს იეჰოვას მოწმეებმა სასიხარულო ცნობის ქადაგებას 1,  9 მილიარდზე მეტი საათი დაუთმეს. მათ 240 ქვეყანასა და ტერიტორიაზე 700-ზე მეტ ენაზე იქადაგეს. ჩვენს დროში მიმდინარე ეს მოვლენა ერთ-ერთი ძლიერი მტკიცებაა იმისა, რომ აღსასრული ახლოსაა. მოყვასის სიყვარულით აღძრული იეჰოვას მოწმეები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ ხალხი გააფრთხილონ ღვთის სასამართლო დღის შესახებ, რომელიც სწრაფად ახლოვდება! (მათე 22:39). ის ფაქტი, რომ ეს ცნობა თქვენს ყურამდე მოვიდა, იმაზე მოწმობს, თუ რა ძლიერ უყვარხართ იეჰოვას. გახსოვდეთ: „[ღმერთს] არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ  მოინანიოს“ (2 პეტრე 3:9). დააფასებთ ღვთის სიყვარულს და ყურად იღებთ გაფრთხილებას?

თავი შეაფარეთ უსაფრთხო ადგილს!

გავიხსენოთ, რომ კუნძულ სიმიოლუეს სანაპირო სოფლების მოსახლეობამ როგორც კი ზღვის უჩვეულო მიქცევა შენიშნა, არ დააყოვნა და თავს შემაღლებულ ადგილზე გაქცევით უშველა. მყისიერმა მოქმედებამ მათ სიცოცხლე შეუნარჩუნა. მოახლოებულ გასაჭირს რომ გადაურჩეთ, თქვენც, ასე ვთქვათ, თავი უნდა შეაფაროთ შემაღლებულ ადგილს, სანამ ჯერ კიდევ არაა გვიან. როგორ არის ეს შესაძლებელი? წინასწარმეტყველმა ესაიამ ღვთის შთაგონებით დაწერა, რომ „უკანასკნელ დღეებში“, ანუ იმ დროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მთელ მსოფლიოში გაისმებოდა ცნობა ამაღელვებელი მოწვევის შესახებ. აი, რას წერდა იგი: „მოდით, ავიდეთ იეჰოვას მთაზე . . . ის გვასწავლის თავის გზებს და ჩვენც ვივლით მისი ბილიკებით“ (ესაია 2:2, 3).

მთის მწვერვალისკენ მიმავალი ადამიანისთვის ხედები ნელ-ნელა ხელისგულივით იშლება. გარდა ამისა, ამ დროს მას სულის სიმშვიდეც ეუფლება. მსგავსადვე, მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს ბიბლია ღვთის გზების გაცნობაში ეხმარება. შედეგად, ისინი თავიანთ ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლიან (2 ტიმოთე 3:16, 17). აი, ამგვარად ადგებიან ისინი ღვთის ბილიკებს და დიდ კმაყოფილებას გრძნობენ, რადგან იციან, რომ ღმერთი იწონებს მათ საქციელს და თავის ფრთებქვეშ იფარებს.

გამოეხმაურებით ზემოხსენებულ მოწვევას და ამ კრიტიკულ დროში შეაფარებთ თავს მოსიყვარულე ღმერთს? მოგიწოდებთ, გულდასმით გამოიკვლიოთ „ბოლო დღეებთან“ დაკავშირებული ბიბლიური მტკიცებულებები თანდართულ ჩარჩოში. საჭიროების შემთხვევაში თქვენ მახლობლად მცხოვრები იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან, ზუსტად ჩასწვდეთ იქ მოხსენიებული ბიბლიური მუხლების მნიშვნელობას და შეძლოთ მათი გათვალისწინება. ან შეგიძლიათ თქვენს კითხვებზე პასუხების მისაღებად ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს www.jw.org. იხილეთ ბიბლიური სწავლებები > პასუხები ბიბლიურ კითხვებზე.

^ აბზ. 3 2004 წელს მომხდარი ეს ცუნამი ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ცუნამი იყო კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც 220 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

გაიგეთ მეტი

ნამდვილად „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?

დაფიქრდით: ადამიანთა საქციელი და აზროვნება ნამდვილად ამტკიცებს, რომ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებ „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ.