წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი № 5, 2016

რას ასწავლის ბიბლია?

რას ასწავლის ბიბლია?

რა არის ღვთის სამეფო?

ზოგს ჰგონია, რომ ღვთის სამეფო ადამიანთა გულშია, ზოგი კი ფიქრობს, რომ ის ზეცაშია. თქვენ რას ფიქრობთ?

ბიბლია ამბობს:

„ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა . . . ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა [მიწიერ] სამეფოს“ (დანიელი 2:44). აქედან გამომდინარე, ღვთის სამეფო რეალური ხელისუფლებაა.

კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?

  • ღვთის სამეფო ზეციდან მმართველობს (მათე 10:7; ლუკა 10:9).

  • ღმერთი სწორედ ამ სამეფოს მეშვეობით ასრულებს თავის ნებას როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე (მათე 6:10).

როდის დაიწყებს ღვთის სამეფო მმართველობას დედამიწაზე?

თქვენ რას ფიქრობთ?

  • არავინ იცის

  • მალე

  • არასოდეს

ბიბლია ამბობს:

„ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14). მას შემდეგ, რაც სასიხარულო ცნობა მთელ მსოფლიოს ექადაგება, ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს ბოროტ ქვეყნიერებას და განავრცობს თავის მმართველობას დედამიწაზე.

კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?

  • ადამიანთაგან ზუსტად არავინ იცის, როდის განივრცობა დედამიწაზე ღვთის სამეფოს ძალაუფლება (მათე 24:36).

  • ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, ღვთის სამეფო დედამიწაზე მალე დაიწყებს მმართველობას (მათე 24:3, 7, 12).