არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  № 1, 2017

 მთავარი თემა | როგორ ვიკითხოთ ბიბლია მეტი ინტერესით?

როგორ გააუმჯობესებს ბიბლია ჩემს ცხოვრებას?

როგორ გააუმჯობესებს ბიბლია ჩემს ცხოვრებას?

ბიბლიას ვერც ერთი წიგნი ვერ შეედრება, რადგან ამ უნიკალური წიგნის ფურცლებიდან ჩვენი შემოქმედის აზრებს ვეცნობით (2 ტიმოთე 3:16). მასში ჩაწერილი ცნობა ჩვენს ცხოვრებაზე დადებითად აისახება. თავად ბიბლიაში ღვთის სიტყვაზე ნათქვამია, რომ ის „ცოცხალი და მოქმედია“ (ებრაელები 4:12). მართლაც, ღვთის სიტყვას შეუძლია ჩვენი ცხოვრება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს. მაგალითად, ერთი მხრივ, მას შეუძლია გვიხელმძღვანელოს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მეორე მხრივ კი გაგვაცნოს ღმერთი და მისი განზრახვები (1 ტიმოთე 4:8; იაკობი 4:8).

უკეთესობისკენ ცვლის თქვენს ცხოვრებას. ბიბლია ისეთ ცხოვრებისეულ საკითხებზე გვთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს, როგორიცაა . . .

აზიაში მცხოვრები ახალგაზრდა წყვილი თავად დარწმუნდა, რომ ბიბლიაში ჩაწერილი რჩევების გამოყენება მართლაც პრაქტიკულია. მრავალი ახალდაქორწინებული წყვილის მსგავსად, თავიდან მათაც გაუჭირდათ ერთმანეთთან შეგუება და საკუთარ გრძნობებზე გულახდილად საუბარი. მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ წყვილმა ბიბლიური რჩევების გათვალისწინება დაიწყო, მათი ურთიერთობა ბევრად გაუმჯობესდა. აი, რას გვიზიარებს ვისენტი: „ბიბლია დამეხმარა, ოჯახში წამოჭრილი პრობლემები მშვიდად მომეგვარებინა. სწორედ ბიბლიური რჩევების დამსახურებაა, რომ ახლა ბედნიერები ვართ“. მისი მეუღლე ანალუ ეთანხმება ქმრის სიტყვებს: „ძალიან დაგვეხმარა ბიბლიაში ჩაწერილი მაგალითების კითხვა. ახლა ნამდვილად ბედნიერი ვარ, რადგან გვაქვს შესანიშნავი ოჯახი და ერთად ვიღწვით ღირებული მიზნებისკენ“.

გვაცნობს ღმერთს. ვისენტი აგრეთვე დასძენს: „ბიბლიის კითხვა ღმერთთან უფრო მაახლოებს. მასთან ასეთი სიახლოვე მანამდე არასოდეს მიგრძნია“. ვისენტის მაგალითიდან ერთი მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ბიბლია ღვთის გაცნობაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ამ წიგნიდან არა მხოლოდ სასიკეთო რჩევებს მიიღებთ ღვთისგან, არამედ დაინახავთ, რომ შეგიძლიათ დაუმეგობრდეთ კიდეც მას. ღვთის სიტყვიდან იმასაც გაიგებთ, რომ ღმერთს შესანიშნავი მომავალი აქვს თქვენთვის განზრახული. იმ დროს ადამიანები მარადიული, „ჭეშმარიტი სიცოცხლით“ გაიხარებენ (1 ტიმოთე 6:19). სწორედ ბიბლია არის ის ერთადერთი წიგნი, რომელიც ასეთ ფასდაუდებელ ინფორმაციას გვიმჟღავნებს.

თქვენც შეძლებთ ცხოვრების გაუმჯობესებას და ღვთის შესახებ მეტის გაგებას, თუკი გადაშლით ამ წიგნს და არ შეწყვეტთ მის კითხვას. ბიბლიის კითხვისას შეიძლება უამრავი კითხვა დაგებადოთ, თუმცა გახსოვდეთ ეთიოპი საჭურისის მაგალითი, რომელიც 2 000 წლის წინ ცხოვრობდა. ბიბლიის შესახებ მასაც უამრავი კითხვა გაუჩნდა, მაგრამ როდესაც იესოს მოწაფე ფილიპემ ჰკითხა, ესმოდა თუ არა წაკითხული, საჭურისმა მიუგო: „როგორ გავიგებ, თუ არავინ მასწავლა?“. * ფილიპემ, რომელიც ღვთის სიტყვის დახელოვნებული მასწავლებელი იყო, მას დახმარება შესთავაზა, რაზეც საჭურისი სიხარულით დასთანხმდა (საქმეები 8:30, 31, 34). თუკი თქვენც გსურთ, მეტი გაიგოთ ბიბლიის შესახებ, შეგიძლიათ მოითხოვოთ ბიბლიის შესწავლა ვებ-გვერდზე www.jw.org ან მოგვწეროთ ამ ჟურნალში მითითებულ რომელიმე მისამართზე. აგრეთვე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იეჰოვას მოწმეებს ან ეწვიოთ თქვენ სახლთან ახლოს მდებარე იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზს. ასე რომ, ნუღარ დააყოვნებთ, დღესვე აიღეთ ხელში ეს უნიკალური წიგნი და მიეცით მას საშუალება, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ წარმართოს!

თუ ეჭვი გეპარებათ იმაში, ნამდვილად სანდოა თუ არა ბიბლია, უყურეთ ვიდეორგოლს „რა გვარწმუნებს იმაში, რომ ბიბლია ჭეშმარიტია?“. ვიდეოს საყურებლად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს jw.org (იხილეთ პუბლიკაციები > ვიდეოები > ბიბლია).

^ აბზ. 8 სხვა მაგალითებს იმის შესახებ, თუ რაოდენ პრაქტიკულ რჩევებს შეიცავს ბიბლია, გაეცანით ვებ-გვერდზე jw.org. (იხილეთ ბიბლიური სწავლებები > პასუხები ბიბლიურ კითხვებზე).

^ აბზ. 11 აგრეთვე იხილეთ ამავე ჟურნალში დაბეჭდილი სტატია „რა შემთხვევაში მიგვიყვანს არასწორი დასკვნები ცუდ შედეგამდე?“.

გაიგეთ მეტი

სასიხარულო ცნობა ღვთისგან

რატომ არის სასარგებლო ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება?

იესომ აგვიხსნა, თუ რატომ გვჭირდება ხელმძღვანელობა და რომელი ორი ბიბლიური პრინციპი არის ძალზედ მნიშვნელოვანი.

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

როგორ შეგიძლიათ ბიბლიის გაგება?

თქვენი წარმომავლობის მიუხედავად, ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის ცნობის გაგება შესაძლებელია.

საგუშაგო კოშკი

გრძნობთ ღმერთთან სიახლოვეს?

მილიონობით ადამიანი დარწმუნდა, რომ ღმერთი მათ მეგობრებად მიიჩნევს.

სასიხარულო ცნობა ღვთისგან

აქვს ღმერთს სახელი?

ღმერთს ბევრი წოდება აქვს, მაგალითად, ყოვლისშემძლე, შემოქმედი, უფალი. ამ ვიდეორგოლიდან გაიგებთ, რომ ღვთის სახელი ბიბლიაში დაახლოებით 7 000-ჯერ არის მოხსენიებული.