წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) სექტემბერი 2016

იეჰოვას ხელმძღვანელობას დღესვე მოაქვს სარგებლობა

იეჰოვას ხელმძღვანელობას დღესვე მოაქვს სარგებლობა

პოლონელი დის ბრძნული არჩევანი

«როცა მოვინათლე, 15 წლისა ვიყავი. ექვს თვეში დამხმარე პიონერად დავიწყე მსახურება. ერთი წლის შემდეგ სრული დროით პიონერი გავხდი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ იქ მსახურების სურვილი გამიჩნდა, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. მინდოდა, სხვა ქალაქში გადავსულიყავი და აღარ მეცხოვრა ბებიასთან, რომელიც იეჰოვას მოწმე არ იყო. ძალიან დამწყდა გული, როცა სარაიონო ზედამხედველმა მითხრა, რომ ჩემს მშობლიურ ქალაქში უნდა მემსახურა. ვცდილობდი, მისთვის არ გამემხილა ჩემი გრძნობები. თავდახრილი გავშორდი და მის ნათქვამზე ვფიქრობდი. ჩემს მეგობარს ვუთხარი: „მგონი იონასავით ვიქცევი. მაგრამ იონა ხომ ბოლოს მაინც წავიდა ნინევეში, ამიტომ მეც ვიმსახურებ იქ, სადაც დამავალეს“.

უკვე ოთხი წელია, რაც პიონერად ვმსახურობ ჩემს ქალაქში და ვხედავ, რამდენად გონივრული იყო ხელმძღვანელობის მიყოლა. უარყოფითი დამოკიდებულება ჩემი მთავარი პრობლემა იყო. ახლა დიდ სიხარულს ვგრძნობ. ერთ თვეს 24 ბიბლიის შესწავლა ჩავატარე. იეჰოვას წყალობით ბიბლიის შესწავლა ბებიასთანაც დავიწყე, რომელიც ადრე მეწინააღმდეგებოდა».

კარგი გადაწყვეტილების კარგი შედეგი ფიჯიზე

ფიჯიზე მცხოვრებ ბიბლიის შემსწავლელს უნდა აერჩია, კონგრესს დაესწრებოდა თუ ქმართან ერთად ნათესავის დაბადების დღეზე წავიდოდა. ქმარი წინააღმდეგი არ იყო, რომ ის კონგრესს დასწრებოდა. მან უთხრა ქმარს, რომ კონგრესის შემდეგ შეუერთდებოდა მათ. მაგრამ კონგრესიდან დაბრუნების შემდეგ იფიქრა, რომ მის შემთხვევაში უკეთესი იქნებოდა, სულიერად სახიფათო სიტუაციაში არ ჩაეგდო თავი, ამიტომ დაბადების დღეზე აღარ წავიდა.

ქმარმა უთხრა ნათესავებს, რომ მისი თხოვნით ცოლი „მოწმეების შეხვედრის“ შემდეგ შეუერთდებოდა მათ. ნათესავებმა მიუგეს, რომ ის აღარ მივიდოდა, რადგან იცოდნენ, რომ იეჰოვას მოწმეები დაბადების დღეებს არ აღნიშნავდნენ! *

ქმარს ეამაყებოდა, რომ მისი ცოლი თავისი რწმენისა და სინდისის თანახმად მოიქცა. გამოვლენილმა ერთგულებამ ქალს იმის შესაძლებლობა მისცა, რომ მოგვიანებით ქმრისთვისაც ექადაგა და სხვებისთვისაც. შედეგად, ქმარმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო და ახლა ცოლთან ერთად ესწრება კრების შეხვედრებს.

^ აბზ. 7 იხილეთ „მკითხველთა შეკითხვები“ 2001 წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“.