წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ნოემბერი 2016

„საქმე დიდია“

„საქმე დიდია“

იერუსალიმში მნიშვნელოვანი შეხვედრის ჩატარების დრო დადგა. ყველა მთავარი, სამეფო კარის მოხელე და ძლიერი ვაჟკაცი მეფე დავითის წინაშე დგას. ისინი აღფრთოვანებულები უსმენენ მეფის განცხადებას. იეჰოვამ დავითის ვაჟს, სოლომონს, საუცხოო შენობის აგება დაავალა, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლობას მიეძღვნება. ხანში შესულმა ისრაელის მეფემ ღვთივშთაგონებით მიიღო ამ ნაგებობის გეგმა და ის სოლომონს გადასცა. მან თქვა: „საქმე დიდია, რადგან დიდებული სახლი იეჰოვა ღმერთისთვისაა და არა კაცისთვის“ (1 მატ. 28:1, 2, 6, 11, 12; 29:1).

შემდეგ დავითმა ყველას გასაგონად იკითხა: „ვის სურს დღეს იეჰოვასთვის ნებაყოფლობით აივსოს ხელი ძღვნით?“ (1 მატ. 29:5). როგორი რეაქცია გექნებოდათ, იქ რომ ყოფილიყავით? აღძრული იქნებოდით ამ დიდი საქმის მხარდასაჭერად? ისრაელებმა დაუყოვნებლივ იმოქმედეს. „გაახარა ხალხი შესაწირავის ნებაყოფლობით გაღებამ, რადგან მთელი გულით გაიღეს მათ იეჰოვასთვის ნებაყოფლობითი შესაწირავი“ (1 მატ. 29:9).

საუკუნეების შემდეგ იეჰოვამ იერუსალიმის ტაძარზე გაცილებით დიდებული სულიერი ტაძარი დააარსა. მასში იგულისხმება ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის საფუძველზე თაყვანი ვცეთ და დავუახლოვდეთ იეჰოვას (ებრ. 9:11, 12). დღეს იეჰოვა მოწაფეების მომზადების საქმის მეშვეობით ეხმარება ადამიანებს, რომ მას შეურიგდნენ (მათ. 28:19, 20). შედეგად, ყოველ წელს მილიონობით ბიბლიის შესწავლა ტარდება, ათასობით შემსწავლელი ინათლება და ასობით ახალი კრება ყალიბდება.

შესაბამისად საჭირო ხდება უფრო მეტი ბიბლიური ლიტერატურის დაბეჭდვა, მეტი სამეფო დარბაზის აშენება და შეკეთება, აგრეთვე კონგრესის ჩასატარებელი ადგილების შეძენა ან დაქირავება. ალბათ, ეთანხმებით, რომ სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგება სიხარულის მომტანი დიდებული საქმიანობაა (მათ. 24:14).

ღვთისა და მოყვასის სიყვარული და სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგების გადაუდებლობა აღძრავს ღვთის ხალხს, „იეჰოვასთვის ნებაყოფლობით აივსოს ხელი ძღვნით“, ანუ ნებაყოფლობით გაიღოს შესაწირავი. რამხელა სიხარული მოაქვს იეჰოვასთვის ჩვენი ქონებიდან პატივის მიგებას და იმის დანახვას, რომ ეს სახსრები კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი საქმის შესასრულებლად გონივრულად იხარჯება! (იგავ. 3:9).