წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ივნისი 2016

ჩვენს დროში სამელნიან კაცს იესო ქრისტე წარმოადგენს, რომელიც უხილავად დაადებს ნიშანს მათ, ვინც გადარჩება

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

ვის განასახიერებენ ეზეკიელის ხილვაში ნანახი სამელნიანი კაცი და ექვსი კაცი შემმუსვრელი იარაღით ხელში?

ისინი განასახიერებენ ზეციერ ლაშქარს, რომელიც იერუსალიმის განადგურებაში მონაწილეობდა და არმაგედონში სატანის ბოროტი ქვეყნიერების განადგურებაშიც მიიღებს მონაწილეობას. რატომ არის ეს ახლებური ახსნა გონივრული?

მას შემდეგ, რაც ეზეკიელმა ხილვაში ნახა, რა ბოროტებას სჩადიოდნენ განდგომილი იერუსალიმის მკვიდრნი, ღმერთმა ისიც აჩვენა მას, თუ რა მოვლენები მოხდებოდა ძვ. წ. 607 წელს ქალაქის განადგურებამდე. ეზეკიელმა ნახა ექვსი კაცი შემმუსვრელი იარაღით ხელში და „სელით შემოსილი კაცი“, რომელსაც „სამელნე ჰქონდა“ (ეზეკ. 8:6—12; 9:2, 3). იეჰოვამ სელით შემოსილ კაცს უთხრა: „გაიარე ქალაქში . . . და ნიშანი დაადე შუბლზე იმ ადამიანებს, რომლებიც ოხრავენ და კვნესიან მთელი იმ სისაძაგლის გამო, რაც იქ ხდება“. ექვს კაცს კი დაავალა, რომ დაეხოცათ ქალაქში ყველა, ვისაც ნიშანი არ ჰქონდა (ეზეკ. 9:4—7). რას ვსწავლობთ ამ ხილვიდან და ვის განასახიერებს სამელნიანი კაცი?

ეს წინასწარმეტყველური ხილვა ეზეკიელს ძვ. წ. 612 წელს ჰქონდა. ის პირველად დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ შესრულდა, როცა ბაბილონელთა ჯარმა იერუსალიმი გაანადგურა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი წარმართმა ბაბილონელებმა გაანადგურეს, მათ იეჰოვას განაჩენი აღასრულეს (იერ. 25:9, 15—18). იეჰოვამ მათი ხელით დასაჯა თავისი განდგომილი ერი. თუმცა ბაბილონელებს განურჩევლად ყველა არ უნდა დაეხოცათ. იეჰოვა არ დაუშვებდა, რომ მართალი ბოროტთან ერთად განადგურებულიყო. მან სიყვარულით იზრუნა იერუსალიმში მცხოვრები იმ იუდეველების გადარჩენაზე, რომლებიც არ იწყნარებდნენ იქ არსებულ ბოროტებას.

ეზეკიელს არც ადამიანებისთვის ნიშნის დადებასა და არც ბოროტების განადგურებაში მიუღია მონაწილეობა. განაჩენის აღსრულებას ანგელოზები გაუწევდნენ ხელმძღვანელობას. ამ წინასწარმეტყველური ხილვიდან ვიგებთ, თუ რა ხდებოდა კულისებში, სულიერ სამყაროში. იეჰოვას მითითებით ანგელოზებს მხოლოდ ბოროტთა განადგურებისთვის კი არ უნდა ეხელმძღვანელათ, არამედ მართალი ადამიანები გადასარჩენად უნდა გამოეცალკევებინათ. *

ადრე ჩვენს პუბლიკაციებში იხსნებოდა, რომ ამ ხილვის თანამედროვე შესრულების დროს სამელნიანი კაცი ცხებულთა დარჩენილ ნაწილს განასახიერებდა. ვფიქრობდით, რომ ისინი, ვინც ქადაგებას ეხმაურება, დღესვე იღებს ნიშანს გადასარჩენად. თუმცა ბოლო წლებში აშკარა გახდა, რომ ამ ახსნას გადახედვა სჭირდებოდა. მათეს 25:31—33-დან ჩანს, რომ ხალხის გასამართლება იესოს ევალება. ის საბოლოო განაჩენს დიდი გასაჭირის დროს გამოიტანს, როცა ცხვრისმაგვარ ადამიანებს გამოაცალკევებს გადასარჩენად, თხისმაგვარ ადამიანებს კი — გასანადგურებლად.

რის სწავლა შეგვიძლია ეზეკიელის ხილვის ახლებური ახსნიდან? სულ მცირე ხუთი რამის:

  1. იერუსალიმის განადგურებამდე ეზეკიელი და იერემია გუშაგებად მსახურობდნენ ისევე, როგორც მანამდე ესაია მსახურობდა. დღეს იეჰოვა ცხებული ქრისტიანების პატარა ჯგუფის მეშვეობით კვებავს თავის ხალხს და მოახლოებული დიდი გასაჭირის შესახებ აფრთხილებს ყველას. თავის მხრივ, ქრისტეს შინაურებიდან ყველა მონაწილეობს ამ გაფრთხილების გაცხადებაში (მათ. 24:45—47).

  2. ეზეკიელი არ ადებდა ნიშანს მათ, ვინც გადარჩებოდა, და არც ღვთის მსახურები აკეთებენ ამას დღეს. ისინი უბრალოდ იეჰოვას ცნობას უზიარებენ  ხალხს სამქადაგებლო საქმიანობის დროს, რომელსაც ანგელოზები ხელმძღვანელობენ (გამოცხ. 14:6).

  3. როგორც ეზეკიელის დროს, დღესაც პირდაპირი გაგებით არავის ედება ნიშანი შუბლზე. რის გაკეთება მართებთ ადამიანებს, რომ სიმბოლურად დაედოთ ნიშანი გადასარჩენად? ისინი დადებითად უნდა გამოეხმაურონ ქადაგებას, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, უნდა შეიმოსონ ქრისტიანული თვისებებით, თავი მიუძღვნან იეჰოვას და ერთგულად დაუჭირონ მხარი ქრისტეს ძმებს (მათ. 25:35—40). ასე მოქმედნი მოახლოებული დიდი გასაჭირის დროს მიიღებენ ნიშანს გადასარჩენად.

  4. ჩვენს დროში სამელნიან კაცს იესო ქრისტე წარმოადგენს, რომელიც უხილავად დაადებს ნიშანს მათ, ვინც გადარჩება. უამრავი ხალხი დიდი გასაჭირის დროს ცხვრებად აღიარებისას მიიღებს ამ ნიშანს. ამგვარად მათ საშუალება მიეცემათ, დედამიწაზე მარადიულად იცხოვრონ (მათ. 25:34, 46). *

  5. ჩვენს დროში შემმუსვრელი იარაღის მქონე ექვსი კაცი იესოს ზეციერ ლაშქარს წარმოადგენს, რომელსაც თავად იესო უდგას სათავეში. ისინი მალე გაანადგურებენ ერებს და ბოლოს მოუღებენ ბოროტებას (ეზეკ. 9:2, 6, 7; გამოცხ. 19:11—21).

ამის ცოდნა გვარწმუნებს, რომ იეჰოვა არ გაანადგურებს მართლებს ბოროტებთან ერთად (2 პეტ. 2:9; 3:9). ეს აგრეთვე შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ქადაგება. აღსასრულის დადგომამდე ყველა უნდა იყოს გაფრთხილებული! (მათ. 24:14).

^ აბზ. 6 მიუხედავად იმისა, რომ ბარუქს, რომელიც იერემიას მწერალი იყო, ეთიოპ ებედ-მელექსა და რექაბელებს შუბლზე ხილული ნიშანი არავინ დაადო, ისინი განადგურებას გადაურჩნენ (იერ. 35:1—19; 39:15—18; 45:1—5). მათ სიმბოლური ნიშანი დაედოთ გადასარჩენად.

^ აბზ. 12 ერთგულ ცხებულებს არ დაედებათ ეს ნიშანი. მათ საბოლოო ბეჭედი დაესმებათ სიკვდილამდე ან დიდი გასაჭირის დაწყებამდე (გამოცხ. 7:1, 3).