წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ივნისი 2016

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემას.

რატომ იწონებდა იეჰოვა ძველი ისრაელის მიერ წარმოებულ ომებს?

იეჰოვა მოსიყვარულე ღმერთია. მაგრამ ზოგჯერ ბოროტებისა და ჩაგვრისგან თავისი ხალხის დასაცავად, ის მათ ომების წარმოების უფლებას აძლევდა. მხოლოდ ღმერთი წყვეტდა, ვინ იბრძოლებდა და როდის (w15 11/1, გვერდები 4, 5).

რის გაკეთება მართებთ მშობლებს, რომ მოზარდი შვილები იეჰოვას მსახურებად აღზარდონ?

მშობლებს უნდა უყვარდეთ შვილები და თავმდაბლობის მაგალითი მისცენ მათ. ამასთან, მშობლებმა უნდა გამოავლინონ წვდომის უნარი და უნდა გაუგონ თავიანთ მოზარდებს (w15 11/15, გვერდები 9—11).

რატომ არ უნდა მივიჩნევდეთ პაპს პეტრე მოციქულის მემკვიდრედ?

მათეს 16:17, 18-ში ნათქვამი არ არის, რომ პეტრე მოციქული ქრისტიანული კრების თავი იქნებოდა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ კრების ქვაკუთხედი იესო იყო და არა პეტრე (1 პეტ. 2:4—8) (w15 12/1, გვერდები 12—14).

რაზე უნდა დავფიქრდეთ, ვიდრე რამეს ვიტყოდეთ?

ენა რომ სხვების აღსაშენებლად გამოვიყენოთ, უნდა გვახსოვდეს: 1) როდის უნდა ვილაპარაკოთ (ეკლ. 3:7), 2) რა უნდა ვილაპარაკოთ (იგავ. 12:18) და 3) როგორ უნდა ვილაპარაკოთ (იგავ. 25:15) (w15 12/15, გვერდები 19—22).

რა და რა უპატიოსნო საქციელს უნდა მოერიდონ ქრისტიანები?

ჭეშმარიტი ქრისტიანები უნდა მოერიდონ ტყუილსა და ცილისწამებას. ისინი არ ავრცელებენ არასწორ და ღვარძლიან ინფორმაციას ვინმეს რეპუტაციის შესალახავად. ისინი არც თაღლითობენ და არც ქურდობენ (wp16.1, გვერდი 5).

ვინ იყვნენ ბიბლიაში მოხსენიებული უფროსი მღვდლები?

უფროს მღვდლებში, როგორც ჩანს, იგულისხმებიან სამღვდელოების თავკაცები, მათ შორის ყოფილი მღვდელმთავრები (wp16.1, გვერდი 10).

რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მათ მიმართ, ვინც გახსენების საღამოზე სიმბოლოებს იღებს?

ქრისტიანები არ განადიდებენ მათ. ის, ვინც მართლა ცხებულია, არ ელის განდიდებას. ის არ ცდილობს იეჰოვასთან თავისი ურთიერთობის გახმაურებას (მათ. 23:8—12) (w16.01, გვერდები 23, 24).

როგორ გახდა აბრაამი ღვთის მეგობარი და რას ვსწავლობთ აქედან?

აბრაამმა სავარაუდოდ სემისგან გაიგო ღვთის შესახებ. მას რწმენა განუმტკიცა მის და მისი ოჯახის მიმართ ღვთის დამოკიდებულებამ. ჩვენც შეგვიძლია მივიღოთ ღვთის შესახებ ცოდნა და შევიძინოთ გამოცდილება (w16.02, გვერდები 9, 10).

ვინ დაყო ბიბლია თავებად და მუხლებად?

ბიბლია თავებად დაყო მე-13 საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირმა სტივენ ლენგტონმა. ებრაული წერილები მუხლებად დაყვეს ებრაელმა გადამწერებმა, მე-16 საუკუნეში მოღვაწე მეცნიერმა რობერტ ესტიენმა კი მსგავსად დაყო მუხლებად ქრისტიანულ-ბერძნული წერილები (wp16.2, გვერდები 14, 15).

პირდაპირი გაგებით წაიყვანა სატანამ იესო ტაძარში საცდუნებლად?

დარწმუნებით ვერ ვიტყვით. მათეს 4:5 და ლუკას 4:9 შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ სატანამ ხილვაში გადაიყვანა იესო იქ ან ტაძრის ტერიტორიაზე შემაღლებულ ადგილზე დააყენა (w16.03, გვერდები 31, 32).

რა გაგებით არის ქრისტიანების მსახურება ნამივით?

ნამი გამომაცოცხლებელია და საჭიროა სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ის კურთხევაა ღვთისგან (კან. 33:13). მსგავს შედეგს იძლევა მსახურებაში ღვთის ხალხის გაერთიანებული ძალისხმევა (w16.04, გვერდი 4).