არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) დეკემბერი 2016

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემას.

რა სახის ცოდვაზე საუბრობდა იესო მათეს 18:15—17-ში?

ის საუბრობდა საკითხებზე, რომლებიც შეიძლება მოგვარდეს მათ შორის, ვისაც უშუალოდ ეხება. მაგრამ ცოდვის სერიოზულობიდან გამომდინარე, მისი მოუგვარებლობის შემთხვევაში შემცოდველი კრებიდან ირიცხება. ასეთ ცოდვაში შეიძლება იგულისხმებოდეს თაღლითობა ან ცილისწამება (w16.05 გვერდი 7).

როგორ გავხადოთ ბიბლიის კითხვა უფრო ნაყოფიერი?

დაკვირვებით წაიკითხეთ და შეეცადეთ დაინახოთ, რას გამოიყენებთ წაკითხულიდან; დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: როგორ გამოვიყენებ წაკითხულს სხვების დასახმარებლად? გამოიყენეთ ხელმისაწვდომი საშუალებები წაკითხულის გამოსაკვლევად (w16.05 გვერდები 24—26).

არასწორია, თუ ქრისტიანი მკვდრეთით აღდგომის იმედის მიუხედავად გლოვობს?

მკვდრეთით აღდგომის იმედი არ ნიშნავს, რომ ქრისტიანს არ ექნება დიდი დანაკარგის გრძნობა. აბრაამი გლოვობდა სარას (დაბ. 23:2). დროთა განმავლობაში დარდი შეგიმსუბუქდებათ (wp16.3 გვერდი 4).

ვის განასახიერებენ ეზეკიელის მე-9 თავში მოხსენიებული სამელნიანი კაცი და ექვსი კაცი შემმუსვრელი იარაღით ხელში?

ისინი განასახიერებენ ზეციერ ლაშქარს, რომელიც იერუსალიმის განადგურებაში მონაწილეობდა და არმაგედონში სატანის ბოროტი ქვეყნიერების განადგურებაშიც მიიღებს მონაწილეობას. ჩვენს დროში სამელნიან კაცს იესო ქრისტე წარმოადგენს, რომელიც ნიშანს დაადებს მათ, ვინც გადარჩება (w16.06 გვერდები 16, 17).

რა და რა საფრთხეს გადაურჩა ბიბლია?

1) პაპირუსი და პერგამენტი, რომელიც ბიბლიის დასაწერად გამოიყენებოდა, მალფუჭებადი იყო; 2) პოლიტიკური თუ რელიგიური წინამძღოლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ გაენადგურებინათ ის; 3) ზოგი გადამწერი ცვლიდა მასში ჩაწერილ ცნობას (wp16.4 გვერდები 4—7).

როგორ შეუძლია ქრისტიანს ცხოვრების გამარტივება?

საჭიროა ქრისტიანმა განსაზღვროს, სინამდვილეში რა სჭირდება და თავიდან აირიდოს არასაჭირო ხარჯები; შეადგინოს რეალისტური ბიუჯეტი; მოიშოროს არასაჭირო ნივთები და გაისტუმროს ვალები; შეამციროს სამუშაო საათები და დაგეგმოს მსახურების გაფართოება (w16.07 გვერდი 10).

ბიბლიის თანახმად, რა არის ოქროსა და ვერცხლზე უფრო ძვირფასი?

იობის 28:12, 15-დან ჩანს, რომ ღვთიური სიბრძნე ოქროსა და ვერცხლზე უმჯობესია. მისი შეძენის დროს ეცადეთ, თავმდაბალი და რწმენაში მტკიცე დარჩეთ (w16.08 გვერდები 18, 19).

მისაღებია დღეს ქრისტიანი მამაკაცისთვის წვერის ტარება?

ზოგ კულტურაში კოხტად შეკრეჭილი წვერი მისაღებია და არანაირად არ უშლის ხელს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის მოსმენას. თუმცა ზოგმა ძმამ შეიძლება გადაწყვიტოს, არ ატაროს წვერი (1 კორ. 8:9). ამის საპირისპიროდ, სხვა კულტურებსა თუ ქვეყნებში ან ქვეყნის რომელიმე ნაწილში წვერის ტარება შეიძლება იეჰოვას მსახურებისთვის მიუღებელი იყოს (w16.09 გვერდი 21).

რატომ შეგვიძლია ვენდოთ დავითისა და გოლიათის შებრძოლების შესახებ ბიბლიურ ცნობას?

გოლიათი ჩვენს დროში ოფიციალურად დადასტურებულ ყველაზე მაღალ მამაკაცზე დაახლოებით 20 სმ-ით მაღალი იყო. დავითი რომ რეალური პიროვნება იყო, ადასტურებს არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი უძველესი წარწერა და თავად იესოს სიტყვები. ბიბლიაში მოხსენიებული გეოგრაფიული ადგილები ემთხვევა ცნობილ ფაქტებს (wp16.5 გვერდი 13).

რით განსხვავდება ერთმანეთისგან ცოდნა, გაგების უნარი და სიბრძნე?

ადამიანი, რომელსაც ცოდნა აქვს, ფლობს ინფორმაციას, ანუ ფაქტებს; ვისაც გაგების უნარი აქვს, შეუძლია დაინახოს, როგორ უკავშირდება ფაქტები ერთმანეთს; მას კი, ვინც სიბრძნეს ფლობს, შეუძლია პრაქტიკულად გამოიყენოს ცოდნა და გაგების უნარი (w16.10 გვერდი 18).