წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) აპრილი 2016

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რა იგულისხმება „საწინდარსა“ და „ბეჭედში“, რომელსაც ცხებული ქრისტიანები ღვთისგან იღებენ? (2 კორ. 1:21, 22).

ძველად დოკუმენტის უტყუარობის დასადასტურებლად საბეჭდავი ბეჭდით თიხაზე ან ცვილზე აკეთებდნენ ანაბეჭდს

საწინდარი: 2 კორინთელების 1:22-ში მოხსენიებული ბერძნული სიტყვა, რომელიც ქართულ ენაზე „საწინდრად“ ითარგმნა, ერთი ნაშრომის თანახმად, „იურიდიული და კომერციული ტერმინია“, რომლის მნიშვნელობაცაა „გირაო, წინდი, ბე; ეს არის საფასურის ნაწილი, რომელსაც წინასწარ იხდიან გარიგების პირობათა შესრულების უზრუნველსაყოფად და ხელშეკრულებისთვის კანონიერი ძალის მისანიჭებლად“. სრული საზღაური ცხებული ქრისტიანებისთვის, როგორც ამას 2 კორინთელების 5:1—5-იდან ვიგებთ, უხრწნელი ზეციური სხეულია. ამასთანავე, მათი საზღაური უკვდავების ძღვენსაც მოიაზრებს (1 კორ. 15:48—54).

აღსანიშნავია, რომ ახალ ბერძნულში ამ სიტყვას ვხვდებით შესიტყვებაში „ნიშნობის ბეჭედი“, რაც მეტად საგულისხმოა, ვინაიდან ბიბლიის თანახმად ცხებულები ქრისტეს სიმბოლურ ცოლს წარმოადგენენ (2 კორ. 11:2; გამოცხ. 21:2, 9).

ბეჭედი: ძველად ბეჭედი მფლობელის ვინაობის და რისამე უტყუარობის დასადასტურებლად, აგრეთვე ხელშეკრულებისთვის იურიდიული ძალის მისანიჭებლად გამოიყენებოდა. რაც შეეხება ცხებულებს, ისინი, როგორც ღვთის საკუთრება, სიმბოლურად ბეჭედდასმულნი არიან წმინდა სულით (ეფეს. 1:13, 14). თუმცა საბოლოო ბეჭედს იეჰოვა ერთგულ ცხებულ ქრისტიანებს მხოლოდ სიკვდილამდე ან დიდი გასაჭირის დაწყებამდე დაასვამს (ეფეს. 4:30; გამოცხ. 7:2—4).