წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! № 6, 2016

 მთავარი თემა

როგორ შევამციროთ დაინფიცირების რისკი?

როგორ შევამციროთ დაინფიცირების რისკი?

ყოველდღე თქვენი ორგანიზმი ებრძვის მასში ფარულად შეჭრილ „პოტენციურ მკვლელებს“ — ბაქტერიებს, პარაზიტებს და ვირუსებს, რომლებმაც შეიძლება თქვენს ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეუქმნან. * როგორც კი ეს მიკროორგანიზმები თქვენს ორგანიზმში მოხვდებიან, იმუნური სისტემა მაშინვე იწყებს მათ განდევნას ან განადგურებას. ამიტომ ხშირად ეს პროცესი თქვენგან შეუმჩნევლად ხდება, რადგან არანაირი სიმპტომი არ აღგენიშნებათ. თუმცა ზოგჯერ თქვენი იმუნური სისტემა ვერ ერევა მავნე ბაქტერიებს, რის გამოც ხშირად შეუძლებელია დაავადების თავიდან აცილება. ასეთ დროს მის დასამარცხებლად შეიძლება მედიკამენტების მიღება ან სხვა სახის მკურნალობაც კი დაგჭირდეთ.

საუკუნეების მანძილზე ადამიანებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რამხელა საფრთხის გამოწვევა შეეძლო მიკროსკოპულ ორგანიზმებს; თუმცა მე-19 საუკუნეში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაავადებების გამომწვევი მიზეზი მიკრობები იყო. შედეგად, გაცილებით გვიადვილდება ბაქტერიებისგან თავის დაცვა; მეტიც, მედიკოსებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს ან მთლიანად გამორიცხეს ზოგიერთი ინფექციური დაავადებებით, მათ შორის პოლიომიელიტითა და ყვავილით, დაინფიცირების რისკი. თუმცა ბოლო ხანებში კვლავ იჩინა თავი ისეთმა ვირუსულმა ინფექციებმა, როგორებიცაა ყვითელი ცხელება და დენგეს ცხელება. განვიხილოთ ამ ინფექციების გამომწვევი რამდენიმე მიზეზი.

  • ყოველ წელს მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი მოგზაურობს, რაც ხელს უწყობს დაავადების გამომწვევი მიკრობების გადატანას და სხვადასხვა დაავადების გავრცელებას. როგორც ერთ სამედიცინო ჟურნალში იყო აღნიშნული, ფაქტიურად, თითქმის ყველა საშიში გადამდები დაავადება შეიძლება გავრცელდეს იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც ერთი ქვეყნიდან მეორეში მოგზაურობენ (Clinical Infectious Diseases).

  • ზოგიერთი ბაქტერია ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული გახდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინება, რომ „მსოფლიო უახლოვდება პოსტანტიბიოტიკურ ეპოქას, როდესაც ანტიბიოტიკები ვეღარ დაამარცხებენ მსუბუქ ინფექციურ დაავადებებსაც კი . . . ეს დაავადებები კვლავაც მრავალ ადამიანს მოუსწრაფებს სიცოცხლეს“.

  • სამოქალაქო დაპირისპირებებისა და სიღარიბის გამო ხშირად ჯანდაცვის სახელმწიფო უწყებებს უჭირთ, შეამცირონ დაავადების გავრცელების მასშტაბები.

  • მრავალმა არ იცის, როგორ დაიცვას თავი ამა თუ იმ დაავადებისგან.

ასეთი საგანგაშო მდგომარეობის მიუხედავად, მაინც ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ როგორც საკუთარი თავის, ისე ოჯახის წევრების დასაცავად. მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, რომ განვითარებად ქვეყნებშიც კი შეუძლიათ ადამიანებს, მარტივად დაიცვან თავი დაავადების გამომწვევი მიკრობებისგან.

^ აბზ. 3 მიკრობების უმეტესობა არ იწვევს დაავადებებს. ამ სტატიათა სერიაში ვისაუბრებთ მიკროორგანიზმებსა და სხვა ინფექციის გამომწვევებზე, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან თქვენს ჯანმრთელობას.