არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  № 4, 2016

 მთავარი თემა | როგორ შევიძინოთ კარგი ჩვევები

3. ხელებს ნუ ჩამოყრით!

3. ხელებს ნუ ჩამოყრით!

არსებობს გავრცელებული შეხედულება, რომ ახალი ჩვევის შესაძენად 3 კვირაა საჭირო. სინამდვილეში კვლევებიდან გამოჩნდა, რომ ზოგს ამისთვის ნაკლები დრო სჭირდება, ზოგს კი — მეტი. გული ხომ არ უნდა გაიტეხოთ ამის გამო?

დავუშვათ, გადაწყვიტეთ, კვირაში სამჯერ ივარჯიშოთ.

  • პირველ კვირას ამას მშვენივრად გაართვით თავი.

  • მეორე კვირას ერთი დღე ჩაგივარდათ.

  • მესამე კვირას ისევ გამოგივიდათ.

  • მეოთხე კვირას ერთხელ ძლივს მოახერხეთ ვარჯიში.

  • მეხუთე კვირას კვლავ მიაღწიეთ დასახულ მიზანს და ამის მერე არც ერთი დღე არ ჩაგვარდნიათ.

როგორც ხედავთ, ასეთ შემთხვევაში ახალი ჩვევის შესაძენად ხუთი კვირაა საჭირო. ეს შეიძლება ძალიან დიდ დროდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ერთხელაც, როცა მიაღწევთ დასახულ მიზანს, კმაყოფილებას იგრძნობთ.

ბიბლიური პრინციპი: „მართალი შვიდჯერაც რომ დაეცეს, უეჭველად წამოდგება“ (იგავები 24:16).

ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ხელები არ ჩამოვყაროთ. მთავარი ის კი არ არის, რამდენჯერ „დავეცემით“, არამედ რამდენჯერ „წამოვდგებით“.

მთავარი ის კი არ არის, რამდენჯერ „დავეცემით“, არამედ რამდენჯერ „წამოვდგებით“

რა შეგიძლიათ გააკეთოთ

  • თუ დროდადრო რაღაც არ გამოგდით, ნუ იფიქრებთ, რომ საბოლოოდ დამარცხდით. გახსოვდეთ, რომ სანამ მიზანს მიაღწევთ, ჩავარდნები აუცილებლად გექნებათ.

  • კარგი იქნება, თუ ჩავარდნების ნაცვლად, იმაზე იფიქრებთ, რაც კარგად გამოგივიდათ. მაგალითად, თუ ცდილობთ, შვილებთან საერთო ენა გამონახოთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ბოლოს როდის მინდოდა, ბავშვებისთვის დამეყვირა, მაგრამ თავი შევიკავე? რამ შემაჩერა? როგორ შევიკავო სხვა დროსაც თავი?“. ასეთ კითხვებზე დაფიქრება სტიმულს მოგცემთ, ხელების ჩამოყრის ნაცვლად, საკუთარ თავზე გაიმარჯვოთ.

გსურთ, გაიგოთ, როგორ დაგეხმარებათ ბიბლიური პრინციპების გათვალისწინება, გაუმკლავდეთ საწუხარს, გქონდეთ ბედნიერი ოჯახი და იპოვოთ სიცოცხლის ნამდვილი აზრი? გაესაუბრეთ იეჰოვას მოწმეებს ან ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს jw.org.

გაიგეთ მეტი

სასიხარულო ცნობა ღვთისგან

რატომ არის სასარგებლო ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება?

იესომ აგვიხსნა, თუ რატომ გვჭირდება ხელმძღვანელობა და რომელი ორი ბიბლიური პრინციპი არის ძალზედ მნიშვნელოვანი.