წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! № 4, 2016

კარვისმაგვარი საცხოვრებლები, „იურტები“, ტაშ-რაბათის ველზე

 ქვეყნები და ხალხები

სტუმრად ყირგიზეთში

სტუმრად ყირგიზეთში

ყირგიზეთი ცენტრალურ აზიაში მდებარეობს. ამ ქვეყანას გარს აკრავს ბუმბერაზი მთები, რომლის მწვერვალებიც თოვლითაა დაფარული. მას ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და ჩინეთი ესაზღვრება. ქვეყნის თითქმის 90 პროცენტი მთაგორიანია. მთათა სისტემის, ტიან-შანის, ყველაზე მაღალი მწვერვალი, რომელიც ზღვის დონიდან 7 439 მეტრზე მდებარეობს, სწორედ ყირგიზეთშია მოქცეული. ტერიტორიის თითქმის 4 პროცენტი ტყის მასივს უკავია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ველური კაკლის კორომია.

ყირგიზეთში იეჰოვას მოწმეები ბიბლიას ათასობით ადამიანს ასწავლიან

ყირგიზი ხალხი სტუმართმოყვარეობით და თავაზიანობით გამოირჩევა. ისინი უფროსი ასაკის ადამიანებს „თქვენობით“ მიმართავენ და ტრანსპორტში ადგილს უთმობენ; სუფრასთან კი ყველაზე საპატიო ადგილას სვამენ.

ყირგიზებს მრავალშვილიანი ოჯახები ჰყავთ; ერთ ოჯახში, სულ მცირე, სამი ბავშვია. უმცროსი ვაჟი, ჩვეულებრივ, დაქორწინების შემდეგ მშობლებთან რჩება და ბოლომდე პატრონობს მათ.

 გოგონებს პატარაობიდანვე ასწავლიან საოჯახო საქმეებს. 15-16 წლის ასაკში ისინი უკვე კარგი დიასახლისები არიან. როგორც წესი, ოჯახი გასათხოვარ ქალიშვილს მზითევს უმზადებს, რომელშიც შეიძლება შედიოდეს საბნები, ბალიშები, ლეიბები, ტანსაცმელი და ხელით ნაქსოვი ხალიჩა. სასიძო კი ვალდებულია, პატარძლის ოჯახს ურვადის სახით ფული გადაუხადოს ან საქონელი მიუყვანოს.

დღესასწაულის ან დაკრძალვის დროს ყირგიზები ცხვარს ან ცხენს კლავენ, მისგან კერძს ამზადებენ და სტუმრებს უმასპინძლდებიან. საუკეთესო ნაჭრებს ასაკის და მდგომარეობის მიხედვით ანაწილებენ. შემდეგ სტუმრებს ნაციონალურ კერძს, „ბეშბარმაკს“, სთავაზობენ, რომელსაც ხელით მიირთმევენ. გამასპინძლების ეს ტრადიცია იმაზე მეტყველებს, რომ სხვების პატივისცემა ყირგიზი ხალხის კულტურის განუყოფელი ნაწილია.

ქომუზი — ყირგიზეთში გავრცელებული დასაკრავი ინსტრუმენტი