წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! № 4, 2016

 ვინ შექმნა?

იშვიათი სახეობის ჭრიჭინას უჩვეულო სასიცოცხლო ციკლი

იშვიათი სახეობის ჭრიჭინას უჩვეულო სასიცოცხლო ციკლი

ჭრიჭინები კალიებს ჰგვანან, რომლებიც ანტარქტიდის გარდა თითქმის ყველა კონტინენტზე ბინადრობენ. თუმცა ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში ბინადრობს იშვიათი სახეობის ჭრიჭინა, რომელსაც უკვე დიდი ხანია აღტაცებაში მოჰყავს ბიოლოგები.

დაფიქრდით: ეს იშვიათი სახეობის ჭრიჭინები გაზაფხულზე მოულოდნელად ჩნდებიან; მათი რიცხვი მილიონებს აღწევს. სინათლეზე გამოსვლის შემდეგ ისინი, სულ რაღაც, რამდენიმე კვირა ცოცხლობენ. ეს მწერები მიწიდან ამოსვლისთანავე კანს იცვლიან, იწყებენ ფრენას, გამაყრუებელ ჭრიჭინს და მრავლდებიან. ამ სახეობის ჭრიჭინები ქვესახეობებად იყოფიან, რომელთაც განსხვავებული სასიცოცხლო ციკლი აქვთ. ზოგი ქვესახეობის მომდევნო თაობა 13 წლის შემდეგ ჩნდება, ზოგის კი —17. რატომ სჭირდება ამდენი დრო ახალი თაობის გამოჩენას?

ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად გავეცნოთ ამ იშვიათი სახეობის ჭრიჭინას ერთობ უჩვეულო სასიცოცხლო ციკლს. დაახლოებით ერთ კვირაში, რაც მზის შუქს იხილავენ, ეს მწერები წყვილდებიან. მდედრები 400-დან 600-მდე კვერცხს ხის ტოტების ნაპრალებში დებენ. ამის შემდეგ ისინი მალევე იხოცებიან. რამდენიმე კვირაში კვერცხებიდან მატლები იჩეკებიან; მოგვიანებით კი ნიმფობის ფაზაში (განვითარების გარდამავალი სტადია) მიწაზე ვარდებიან, შიგ ძვრებიან და იქ იწყებენ ცხოვრებას. ეს მწერები წლების განმავლობაში ბუჩქებისა და ხის ფესვებიდან სითხის სახით იწოვენ საკვებ ნივთიერებებს. 13 ან 17 წლის შემდეგ ზრდადასრულებული მწერების ახალი თაობა ჩნდება, რათა ეს უჩვეულო სასიცოცხლო ციკლი კვლავ განმეორდეს.

ერთ ჟურნალში აღნიშნულია, რომ ჭრიჭინების ასეთი რთული განვითარების ციკლი „საუკუნეებია საგონებელში აგდებს მეცნიერებს . . . ენტომოლოგები დღემდე ცდილობენ, ამოხსნან, რატომ აქვს ამ მწერს ასეთი ხანგრძლივი სასიცოცხლო ციკლი“ (Nature). შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე ამოუხსნელი მოვლენაა ცხოველთა სამყაროში.

რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგად აქვს ამ უჩვეულო სახეობის ჭრიჭინას ასეთი ხანგრძლივი სასიცოცხლო ციკლი თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?