წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! № 3, 2016

 ვინ შექმნა?

ჭიანჭველას კისერი

ჭიანჭველას კისერი

ჭიანჭველას აქვს უნარი, თავის მასაზე გაცილებით დიდი ტვირთი ატაროს, რასაც აღტაცებაში მოჰყავს ინჟინერ-მექანიკოსები. ამ ფენომენის ასახსნელად ოჰაიოს შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწე ინჟინრებმა შექმნეს ზოგიერთი სახეობის ჭიანჭველას აგებულების, ფიზიკური მახასიათებლების და მისი ორგანიზმის ფუნქციონირების კომპიუტერული მოდელები. ამ მოდელების შესაქმნელად მათ გამოიყენეს ჭიანჭველას მიკრო-კომპიუტერული სამგანზომილებიანი გამოსახულებები და მისი ძალის კომპიუტერული იმიტაცია.

კისერი ჭიანჭველას მკაფიოდ გამოკვეთილი ნაწილია. სწორედ კისერი ეხმარება ამ პაწაწინა მწერს, რომ საკმაოდ მძიმე ტვირთი ძლიერი ყბებით ატაროს. კისრის მიდამოებში განლაგებული რბილი ქსოვილები იმდენად მაგრად ეკვრის თავისა და მკერდის გარეგან ჩონჩხს, რომ ერთმანეთზე გადაჭდობილ თითებს მოგვაგონებს. ერთი მეცნიერის თქმით, „სწორედ რბილი ქსოვილებისა და გარეგანი ჩონჩხის ურთიერთკავშირი განაპირობებს იმას, რომ ამ მწერის თავისა და ტანის შეერთების ადგილი — კისერი — ასეთი ძლიერი იყოს და თავის მასაზე გაცილებით დიდი ტვირთი ატაროს“. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ჭიანჭველას კისრის აგებულების კარგად შესწავლა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რობოტექნიკის დარგის წინსვლაში.

რას ფიქრობთ? ევულუციის წყალობით აქვს ჭიანჭველას ასეთი რთული აგებულების კისერი თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?