წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! № 3, 2016

 ბიბლიის თვალსაზრისი

რწმენა

რწმენა

დღეს ზოგი ამტკიცებს, რომ რწმენა აქვს, მაგრამ სინამდვილეში ბოლომდე არ ესმით ამ სიტყვის მნიშვნელობა. რა არის რწმენა და რატომ არის მისი ქონა მნიშვნელოვანი?

რა არის რწმენა?

რას ამბობს ხალხი:

ბევრის აზრით, მორწმუნე ადამიანს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ბრმად უნდა სწამდეს ესა თუ ის სწავლება. მაგალითად, ვინმემ შეიძლება თქვას, რომ სწამს ღმერთი, მაგრამ რომ ჰკითხო, რას ეფუძნება მისი რწმენა, შეიძლება გითხრას: „ასე აღმზარდეს მშობლებმა“ ან „ბავშვობიდან ასე მასწავლეს“. აქედან გამომდინარე, თუ რწმენას მტკიცე საფუძველი არ გააჩნია, მაშინ დიდი განსხვავება არ იქნება მორწმუნესა და მათ შორის, ვინც ყველაფერს ბრმად და გულუბრყვილოდ იჯერებს.

რას ამბობს ბიბლია:

„რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ, და აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა“ (ებრაელები 11:1). ჩვენი მოლოდინი საფუძვლიანი ვერ იქნება, თუ საამისოდ დასაბუთებული მიზეზები არ გაგვაჩნია. სიტყვებში „საფუძვლიანი მოლოდინი“ დედნისეულ ენაზე იგულისხმება იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე უბრალოდ რაღაცის სურვილი ან სასურველი რეალობის წარმოსახვა. ასე რომ, თქვენი რწმენაც სარწმუნო მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს.

„მისი [ღვთის] უხილავი თვისებები — მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა — ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან, რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა“ (რომაელები 1:20).

რატომაა მნიშვნელოვანი რწმენის განვითარება?

რას ამბობს ბიბლია:

„რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს, რადგან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრაელები 11:6).

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ბევრს ღმერთი მხოლოდ იმიტომ სწამს, რომ ასე ასწავლეს. ხშირად ამიტომაც უკავშირებენ რწმენას აღზრდას. მაგრამ ღმერთს სურს, რომ მის თაყვანისმცემლებს ჰქონდეთ საფუძვლიანი მტკიცებულებები, რომ ის არსებობს და უყვარს თავისი ქმნილებები. სწორედ ამიტომ მოგვიწოდებს ბიბლია, გულმოდგინედ ვეძებოთ ღმერთი, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ მის კარგად გაცნობას.

„დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8).

 როგორ შეგიძლიათ რწმენის განვითარება?

რას ამბობს ბიბლია:

„რწმენა მოსმენილისგან მოდის“ (რომაელები 10:17). აქედან გამომდინარე, ღვთისადმი რწმენის განსავითარებლად თავდაპირველად უნდა „მოვისმინოთ“ ის, რასაც ბიბლია გვასწავლის მის შესახებ (2 ტიმოთე 3:16). მაგალითად, ბიბლია პასუხს გაგცემთ ისეთ მნიშვნელოვან კითხვებზე, როგორიცაა: ვინ არის ღმერთი? რა გვარწმუნებს მის არსებობაში? ნამდვილად ზრუნავს ის ჩვენზე? რა აქვს ღმერთს განზრახული კაცობრიობისთვის? და ა. შ.

ჩვენ ირგვლივ ყველაფერი ღვთის არსებობაზე მოწმობს

იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან ბიბლიის შესწავლაში. როგორც ჩვენს ვებ-გვერდზე jw.org ვკითხულობთ, „იეჰოვას მოწმეები სიხარულით ასწავლიან ხალხს ბიბლიას, მაგრამ არასოდეს აძალებენ საკუთარი რელიგიის შეცვლას. პირიქით, პატივისცემით უზიარებენ ადამიანებს ბიბლიის თვალსაზრისს, რადგან კარგად ესმით, რომ ყველას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რას ირწმუნებს“.

როგორც ამ სტატიიდან გამოჩნდა, თქვენი რწმენა უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს; ასეთი რწმენა იმ შემთხვევაში გექნებათ, თუ გულდასმით შეისწავლით ღვთის სიტყვას და თავად დარწმუნდებით მის უტყუარობაში. ამგვარად მიჰბაძავთ პირველი საუკუნის ქრისტიანებს, რომლებმაც „უდიდესი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო“ (საქმეები 17:11).

„მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).

გაიგეთ მეტი

როგორ შეგიძლიათ ღმერთთან დაახლოება?

გაიგე ისმენს თუ არა ღმერთი ყველა ლოცვას, როგორ უნდა ვილოცოთ და კიდევ რა არის საჭირო, რომ დავუახლოვდეთ ღმერთს.

უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხები

რას მიმართავდით: მეცნიერებას, ფილოსოფიას თუ ბიბლიას?

რა არის ბიბლიის შესწავლა?

მიიღეთ პასუხები ბიბლიის უფასო შესწავლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე.