წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! № 2, 2016

 რა ხდება მსოფლიოში?

ურთიერთობები ყურადღების ცენტრში

ურთიერთობები ყურადღების ცენტრში

როდესაც საკითხი ურთიერთობებს ეხება, რჩევისთვის, უპირველესად, ბიბლიას მიმართავთ, თუ ის ყველაზე ბოლოს გახსენდებათ? დაფიქრდით, როგორ ეთანხმება მასში ჩაწერილი უძველესი სიბრძნე დღევანდელ კვლევებს.

ინდოეთი

2014 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ინდოეთში 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების 61 პროცენტი ქორწინებამდელ სექსს უკვე ჩვეულებრივ რამედ მიიჩნევს. მუმბაიში მოღვაწე ერთმა ექიმმა ინდოეთში გამომავალ ერთ-ერთ გაზეთს თავისი მოსაზრება გაუზიარა. ის ამბობს: „როდესაც ახალგაზრდები ვინმესთან ურთიერთობას იწყებენ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი მათზე დაქორწინებას აპირებენ. მათთვის არა აქვს მნიშვნელობა, ვინმესთან ერთი ღამით გაერთობიან, ხანმოკლე ურთიერთობები ექნებათ თუ კანონიერი ქორწინების გარეშე იცხოვრებენ. ისინი არ ფიქრობენ ვალდებულებების აღებაზე“.

დაფიქრდით: ვის უფრო ემუქრება იმის საშიშროება, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით დაინფიცირდეს ან ემოციური ტრავმა მიიღოს — მას, ვისაც ქორწინებამდე აქვს სქესობრივი კავშირი, თუ ქორწინების შემდეგ? (1 კორინთელები 6:18).

დანია

ოჯახის წევრებს შორის ხშირი კონფლიქტი ერთიორად ზრდის სიკვდილიანობის რისკს შუახნის ასაკში. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაკვირვება ჩაატარეს დაახლოებით 10 000 შუახნის ადამიანზე, რომელთაც 11 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ მათ, რომლებსაც ხშირად მოსდიოდათ ახლობლებთან კონფლიქტი, უფრო მეტად ემუქრებოდათ ნაადრევი სიკვდილის რისკი, ვიდრე მათ, ვისაც იშვიათად მოსდიოდა უთანხმოება. კვლევის ხელმძღვანელის თქმით, ოჯახის საჭიროებებისთვის თავის გართმევა და პრობლემებისა და უთანხმოებების მოგვარების უნარი „შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებად, რომლებიც ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს“.

ბიბლიაში ნათქვამია: „ვისაც ცოდნა აქვს, თავის სიტყვებს უკვირდება; გამჭრიახი კაცი მშვიდი სულის პატრონია“ (იგავები 17:27).

შეერთებული შტატები

ლუიზიანაში 564 ახალდაქორწინებულ წყვილზე ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ იმ წყვილების შემთხვევაში, რომლებიც ტრფობის პერიოდში ხან შორდებოდნენ და ხან რიგდებოდნენ, უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ დაქორწინებიდან პირველ ხუთ წელიწადში განცალკევებით ცხოვრებას გადაწყვეტენ. გარდა ამისა, ისინი თავიანთი ქორწინებით ნაკლებად კმაყოფილნი არიან და კონფლიქტებიც ხშირად მოსდით.

ბიბლიაში ნათქვამია: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათე 19:6).

გაიგეთ მეტი

არასწორია სექსი ქორწინებამდე?

გაიგეთ, რას ამბობს ბიბლია ქორწინებამდე სექსზე და ინტიმური ურთიერთობის სხვადასხვა ფორმაზე.

ბედნიერი ქორწინების წყარო ღმერთია

ორი მარტივი კითხვა დაგეხმარებათ, რომ უფრო მტკიცე ქორწინება გქონდეთ.