წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით“ სექტემბერი 2016

 ღვთის სიტყვის საუნჯე | ფსალმუნი 119

იარე იეჰოვას კანონით

იარე იეჰოვას კანონით

იეჰოვას კანონით სიარული ნიშნავს, ნებაყოფლობით დავემორჩილოთ ღვთის ხელმძღვანელობას. ბიბლიაში უამრავი მაგალითი გვაქვს იმ ადამიანებისა, რომლებიც ფსალმუნმომღერლის მსგავსად ენდობოდნენ იეჰოვას და მისი კანონით დადიოდნენ.

ნამდვილი ბედნიერება ღვთის კანონით სიარულზეა დამოკიდებული

119:1—8

იესო ნავეს ძე სრულად ენდობოდა იეჰოვას ხელმძღვანელობას. მან იცოდა, რომ წარმატებისა და ბედნიერებისთვის საჭირო იყო, მთელი გულით მინდობოდა იეჰოვას.

ღვთის სიტყვა გამბედაობას გვმატებს, რაც განსაცდელებთან გასამკლავებლად გვჭირდება

119:33—40

სირთულეების დროს იერემია გაბედული იყო და ენდობოდა იეჰოვას. ის უბრალოდ ცხოვრობდა და ერთგულად ასრულებდა თავის დავალებას.

ღვთის სიტყვის საფუძვლიანი ცოდნა გულდაჯერებულობას გვმატებს, რათა გაბედულად ვიქადაგოთ

119:41—48

პავლე უშიშრად გადასცემდა ღვთის ცნობას ყველას. ის მიენდო იეჰოვას და გაბედულად უქადაგა გამგებელ ფელიქსს.

სად და ვისთან ქადაგებისას შემიძლია იეჰოვასადმი მეტი ნდობის გამოვლენა?

  • სკოლაში

  • სამსახურში

  • ოჯახში

  • სხვებთან