წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით“ სექტემბერი 2016

 იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

რას უნდა მოერიდო ბიბლიის შესწავლის ჩატარებისას

რას უნდა მოერიდო ბიბლიის შესწავლის ჩატარებისას
განლაგება
ფოტოსურათი
ტექსტი

ბევრი ლაპარაკი: არ იფიქრო, რომ ყველაფერი შენ უნდა აუხსნა. იესო იყენებდა კითხვებს, რითაც აღძრავდა ხალხს, ეფიქრათ და სწორ დასკვნამდე მისულიყვნენ (მათ. 17:24—27). კითხვები შესწავლას უფრო ცოცხალს ხდის და გეხმარება, გაიგო, რამდენად კარგად ესმის შემსწავლელს საკითხი და რა სწამს (be 253 ¶3, 4). როდესაც კითხვას დასვამ, მოთმინებით დაელოდე პასუხს. თუ შემსწავლელი არასწორად პასუხობს, ნაცვლად იმისა, რომ სწორი პასუხი უთხრა, დამატებითი კითხვების მეშვეობით სწორ დასკვნამდე მიიყვანე (be 238 ¶1, 2). ილაპარაკე ისეთი ტემპით, რომ შემსწავლელს ახალი აზრების აღქმა არ გაუჭირდეს (be 230 ¶4).

მასალის გართულება: მოერიდე ცდუნებას, მოყვე ყველაფერს, რაც საკითხის შესახებ იცი (იოან. 16:12). ყურადღება გაამახვილე აბზაცის მთავარ აზრზე (be 226 ¶4, 5). საინტერესო დეტალებსაც კი შეუძლია მთავარი აზრის გაბუნდოვნება (be 235 ¶3). როცა შემსწავლელი მთავარ აზრს გაიგებს, შემდეგ აბზაცზე გადადი.

მასალის გადარბენა: ჩვენი მიზანია, რომ შემსწავლელის გულს ჩავწვდეთ და არა უბრალოდ გადავურბინოთ მასალას (ლუკ. 24:32). ყურადღება გაკვეთილის მთავარ მუხლებზე გაამახვილე და ამგვარად მიეცი ღვთის სიტყვას შემსწავლელზე მოქმედების საშუალება (2 კორ. 10:4; ებრ. 4:12; be 144 ¶1—3). მოიყვანე მარტივი მაგალითები (be 245 ¶2—4). იფიქრე იმაზე, თუ რა სირთულეებს ხვდება შემსწავლელი და რა სწამს. მასალა მის საჭიროებებს მოარგე. დაუსვი შემდეგი კითხვები: რას ფიქრობ ნასწავლზე? რას გვასწავლის ეს იეჰოვას შესახებ? შენი აზრით, რატომ იქნება კარგი ამ რჩევების გათვალისწინება? (be 238 ¶3—5; 259 ¶1).