არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით  |  ოქტომბერი 2016

 იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

საუკეთესოდ იყენებ JW.ORG საკონტაქტო ბარათს?

საუკეთესოდ იყენებ JW.ORG საკონტაქტო ბარათს?

მოახლოებული დიდი გასაჭირის გამო ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობა გადაუდებელია (იგავ. 24:11, 12, 20). ამიტომ შეგვიძლია გამოვიყენოთ საკონტაქტო ბარათი, რომ ხალხმა დახმარებისთვის ღვთის სიტყვასა და ჩვენს ვებ-გვერდს მიმართოს. ბარათზე დატანებული სწრაფი რეაგირების კოდის მეშვეობით პირდაპირ შეიძლება გადასვლა ვიდეოზე „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“ და ანკეტის ბმულზე, რომლის მეშვეობითაც ადამიანს შეუძლია მოითხოვოს მეტი ინფორმაცია ან ბიბლიის შესწავლა. უყოყმანოდ მიეცი ხალხს საკონტაქტო ბარათი. თუმცა ნუ მისცემ მას, ვინც ინტერესს არ ავლენს.

ვისაც ყოველდღიური საქმეების კეთების დროს ხვდები, ინტერესის აღსაძვრელად შეგიძლია უთხრა: „მინდა რაღაც მოგცეთ. ამ ბარათის მეშვეობით შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე, სადაც უფასოდ ნახავთ ინფორმაციას და ვიდეოებს სხვადასხვა საკითხზე“ (იოან. 4:7). საკონტაქტო ბარათი პატარა ზომისაა, ამიტომ შეგიძლია ყოველთვის თან გქონდეს რამდენიმე ცალი, რათა ხელსაყრელ შემთხვევაში მისცე ხალხს.