არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით  |  ოქტომბერი 2016

 ღვთის სიტყვის საუნჯე | იგავები 1—6

მიენდე იეჰოვას მთელი გულით

მიენდე იეჰოვას მთელი გულით

იეჰოვა სრულ ნდობას იმსახურებს ჩვენგან. მისი სახელის მნიშვნელობა გვარწმუნებს, რომ მას შეუძლია ყველა დანაპირები შეასრულოს. ლოცვა დიდ როლს ასრულებს მისადმი ნდობის განვითარებაში. იგავების მე-3 თავიდან ვრწმუნდებით, რომ იეჰოვა გვაკურთხებს მისადმი ნდობის გამო და გაგვისწორებს სავალს.

ის, ვინც საკუთარ თვალში ბრძენია . . .

3:5—7

  • იეჰოვასთვის ხელმძღვანელობის თხოვნის გარეშე იღებს გადაწყვეტილებებს.

  • ენდობა საკუთარ თავს ან ქვეყნიერების სიბრძნეს.

ის, ვინც იეჰოვას ენდობა . . .

  • ახლო ურთიერთობას ავითარებს მასთან ბიბლიის შესწავლის, ფიქრისა და ლოცვის მეშვეობით.

  • გადაწყვეტილებების მიღებამდე ეძებს მის ხელმძღვანელობას და იკვლევს ბიბლიურ პრინციპებს.

როგორ ვიღებ გადაწყვეტილებებს?

პირველი: ვირჩევ იმას, რაც გონივრულად მიმაჩნია.

პირველი: ვეძებ იეჰოვას ხელმძღვანელობას ლოცვისა და პირადი შესწავლის მეშვეობით.

მეორე: ვთხოვ იეჰოვას, აკურთხოს ჩემი გადაწყვეტილება.

მეორე: გადაწყვეტილებებს ბიბლიის პრინციპების თანახმად ვიღებ.