არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით“ ოქტომბერი 2016

 ღვთის სიტყვის საუნჯე | იგავები 12—16

სიბრძნე ოქროზე უკეთესია

სიბრძნე ოქროზე უკეთესია
განლაგება
ტექსტი
ფოტოსურათი

რატომ არის ღვთიური სიბრძნე ოქროზე ძვირფასი? ის ბოროტი გზისგან იცავს ადამიანს და სიცოცხლეს უნარჩუნებს. ამასთან დადებითად მოქმედებს მის თვისებებზე, მეტყველებასა და ქცევაზე.

სიბრძნე იცავს სიამაყისგან

16:18, 19

  • ბრძენი ადამიანი აცნობიერებს, რომ იეჰოვა არის სიბრძნის წყარო.

  • ვინც ცხოვრებაში წარმატებას აღწევს ან რაიმე პასუხისმგებლობას იღებს, განსაკუთრებით უნდა იფრთხილოს, რომ სიამაყისა და ამპარტავნობის მახეში არ გაებას.

სიბრძნე დადებითად მოქმედებს მეტყველებაზე

16:21—24

  • ბრძენი ადამიანი წვდომის უნარს იყენებს, რომ სხვებში კარგი იპოვოს და დადებითად ისაუბროს მათზე.

  • ბრძენის სიტყვები დამაჯერებელია და თაფლივით ტკბილი. ის უხეშად არ ლაპარაკობს და არ კამათობს.