წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით“ ოქტომბერი 2016

 იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

როგორ გავაკეთოთ კარგი კომენტარები

როგორ გავაკეთოთ კარგი კომენტარები

კარგი კომენტარები კრების აღშენებას ემსახურება (რომ. 14:19). ამასთან, სარგებლობა მოაქვს მათთვის, ვინც კომენტარს აკეთებს (იგავ. 15:23, 28). ამიტომ მიზნად უნდა გვქონდეს, ყველა შეხვედრაზე ერთი კომენტარი მაინც გავაკეთოთ. შეიძლება ყოველთვის არ გვაპასუხებინონ, როცა ხელს ავწევთ, ამიტომ უმჯობესია, რამდენიმე კომენტარი გვქონდეს მომზადებული.

კარგი კომენტარი . . .

  • არის მარტივი, გასაგები და მოკლე. უმეტეს შემთხვევაში ის 30 წამში ან ნაკლებ დროში უნდა ითქვას.

  • შენი სიტყვებით უნდა იყოს ნათქვამი.

  • არ უნდა იყოს წინა კომენტარის გამეორება.

თუ პირველი პასუხობ . . .

  • მოკლედ და კონკრეტულად უპასუხე შეკითხვას.

თუ კითხვას უკვე გაეცა პასუხი . . .

  • ახსენი, როგორ უკავშირდება მოყვანილი ბიბლიური მუხლი განსახილველ საკითხს.

  • ყურადღება გაამახვილე იმაზე, თუ ჩვენ როგორ გვეხება საკითხი.

  • ახსენი, როგორ შეიძლება მოცემული ინფორმაციის გამოყენება.

  • მოკლედ მოყევი შემთხვევა, რომელიც ძირითად აზრს უკავშირდება.